იენს სტოლტენბერგი: NATO-ს სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი

იენს სტოლტენბერგი: NATO-ს სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი

access_time2018-06-07 23:29:03

NATO-ს გენერალური მდივანი „აბსოლუტურად დარწმუნებულია“, რომ ალიანსის ივლისის სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი.

 

ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა ბრიუსელში, სადაც NATO-ს თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომა დაიწყო. ორი დღის განმავლობაში NATO-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ ავღანეთის უსაფრთხოებაზე, რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე და დაძაბულობაზე ტრანსატლანტიკურ სივრცეში.

 

NATO-ს გენერალური მდივნის თანახმად, მომავალ სამიტზე ხაზი გაესმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეფორმების, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ, აღიარებული იქნება ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების წარმატებული მოდერნიზება.


 

6 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკური სანქციების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ „სანქციები წარმოადგენს მკაფიო გზავნილს რუსეთისათვის, რომ აუცილებლად ექნება შედეგი უკრაინის მიმართ განხორციელებულ მის ქმედებებს, ხოლო სანქციების გაუქმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი ხელს აიღებს თავის ქმედებებზე.“

 

„რადიო თავისუფლება“

 

 



რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up