იენს სტოლტენბერგი - ნატო-მ გააძლიერა თანამშრომლობა ღირებულ პარტნიორებთან, საქართველოსა და უკრაინასთან, ვმსჯელობთ, კიდევ უფრო მეტად როგორ გავაძლიეროთ პარტნიორობა

იენს სტოლტენბერგი - ნატო-მ გააძლიერა თანამშრომლობა ღირებულ პარტნიორებთან, საქართველოსა და უკრაინასთან, ვმსჯელობთ, კიდევ უფრო მეტად როგორ გავაძლიეროთ პარტნიორობა

access_time2021-03-24 00:00:00

ნატო-მ გააძლიერა თანამშრომლობა ღირებულ პარტნიორებთან, საქართველოსა და უკრაინასთან, ვმსჯელობთ, კიდევ უფრო მეტად როგორ გავაძლიეროთ პარტნიორობა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„ნატო-მ გაზარდა საკუთარი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში და სამი ქვეყანა – თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ნატო-ს წევრები არიან და ორი – უკრაინა და საქართველო ნატო-ს პარტნიორები არიან. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში, თუმცა ასევე გავაძლიერეთ თანამშრომლობა ახლო და ძალიან ღირებულ პარტნიორებთან, საქართველოსა და უკრაინასთან. ჩვენ ამას განვაგრძობთ და ვმსჯელობთ, კიდევ უფრო მეტად როგორ გავაძლიეროთ პარტნიორობა, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერის მხრივ.


ასევე, მივესალმებით ფაქტს, რომ უკრაინაც და საქართველოც უზრუნველყოფენ მხარდაჭერას ნატო-ს სხვადასხვა მისიებსა და ოპერაციებში. მთავარი გზავნილი, რომელიც ასევე არის ნატო-ს 2030 სტრატეგიის ნაწილი, არის, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, კიდევ რითი გავაძლიერებთ პარტნიორობას მეზობლებთან, რადგან ჩვენს ინტერესშია, ჩვენი მეზობლები იყვნენ სტაბილური და წარმატებული. ორივე ქვეყანა – უკრაინაც და საქართველოც არიან ასპირანტი ქვეყნები ნატო-ს წევრობისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მიერ რეფორმების განხორციელებას, რათა მათ განაგრძონ სვლა ევროატლანტიკურ გზაზე.



რუსეთისთვის საუკეთესო, მკაფიო გზავნილი ჩვენგან არის ის, რომ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა ცივი ომის შემდეგ ყველაზე მეტად გაძლიერდა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ახალი ბატალიონების განთავსებით, წვრთნების რაოდენობის გაზრდით, საქართველოსა და უკრაინის მსგავს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.



1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up