იენს სტოლტენბერგი - ნატო ჩინეთის გააქტიურებას ყურადღებით უნდა მოეკიდოს

იენს სტოლტენბერგი - ნატო ჩინეთის გააქტიურებას ყურადღებით უნდა მოეკიდოს

access_time2019-08-07 22:30:53

ნატო ჩინეთის გააქტიურებას ყურადღებით უნდა მოეკიდოს და მისი შედეგები გააცნობიეროს, ვინაიდან პეკინი საკუთარ ძალაუფლებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზრდის,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს განაცხადა.

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ჩინეთის გაზრდილმა თავდაჯერებულობამ, მათ შორის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, მისი ზრახვების შესახებ მღელვარება გამოიწვია და აშშ-მ ნატო-ს მოუწოდა, რომ „აღიაროს და შეეგუოს“ ახალ წარმოქმნილ საფრთხეებს, ჩინეთის ჩათვლით.


„ეს არ ეხება ნატო-ს სვლას წყნარი ოკეანის რეგიონისკენ, ეს ეხება პასუხს იმ ფაქტზე, რომ ჩინეთი გვიახლოვდება ჩვენ,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა „როიტერსთან“ საუბარში.


„ინვესტიციების ინტენსიური განხორციელება ევროპაში, გააქტიურება არქტიკაზე, აფრიკასა და კიბერ სივრცეში...ყოველივე ეს მნიშვნელოვანს ხდის ნატო-სთვის, რომ ჩინეთის გააქტიურებას ყურადღებით მოეკიდოს და ჩვენ ამას რეგიონში ჩვენი პარტნიორების - ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიისა და სამხრეთ კორეასთან მჭიდრო თანამშრომლობით განვახორციელებთ,“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა სიდნეიში ვიზიტისას.



ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომის ესკალაციის შედეგად გაიზარდა. აშშ-ს თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ მას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საშუალო რადიუსის რაკეტის განთავსება სურს.


„გუშინ ვესაუბრე ესპერს და მან გარკვევით განაცხადა, რომ ახალი საშუალო რადიუსის იარაღის შექმნასა და მსოფლიოს ამ ნაწილში განთავსებას დრო სჭირდება. ამიტომ საკითზე გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.


აღნიშნული კომენტარი ნატოს გენერალურმა მდივანმა სიდნეიში ვიზიტისას გააკეთა, სადაც მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, სკოტ მორისონთან და საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე ჩინეთთან, ავღანეთის ომთან, ტერორიზმსა და კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.


IPN





არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up