იენს სტოლტენბერგი - ნატო აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთან და უკრაინასთან

იენს სტოლტენბერგი - ნატო აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთან და უკრაინასთან

access_time2020-04-14 19:30:04

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ორგანიზაცია აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთან და უკრაინასთან.

 

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კორონავირუსის კრიზისი ყველას ეხება, მაგრამ უსაფრთხოების გამოწვევები იგივე რჩება. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს სეპარატისტების მხარდაჭერას უკრაინაში და ასევე რუსეთის ხომალდები წარმოდგენილია შავ ზღვაშიც.

 


„რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო წარმომადგენლობას ნატო-ს საზღვრების სიახლოვეს, მათ შორის შავ ზღვაშიც. ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს სეპარატისტების მხარდაჭერას უკრაინაში. თვალსაჩინოა, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ზრდა ყირიმის ნახევარკუნძულსა და ასევე რუსეთის ხომალდები წარმოდგენილია შავ ზღვაშიც. ეს არის უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის კრიზისამდეც ვაწყდებოდით, ეს გამოწვევები ახლაც არსებობს და ვფიქრობ, კრიზისის დაძლევის შემდეგაც ასე იქნება. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ნატო-მ უნდა შეძლოს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ზომების გატარებაში ჩართვა და ამავე დროს შეასრულოს ის მთავარი ამოცანა, რომელიც ნატო-ს აკისრია, რაც გულისხმობს მოკავშირეების დაცვას. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა. ჩვენ გავზარდეთ ნატო-ს წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში, მაგალითისთვის რუმინეთში. ნატო აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებთან შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსთან და უკრაინასთან. კორონავირუსის კრიზისი ყველას გვეხება, მაგრამ უსაფრთხოების გამოწვევები იგივე რჩება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

1tv.ge





TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up