იენს სტოლტენბერგი - გვჯერა, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს

იენს სტოლტენბერგი - გვჯერა, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს

access_time2016-09-08 18:30:55

გვჯერა, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.


"საქარათველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზანილი ნატო-სა და საქართველოს შორის ძლიერი მეგობრობისა და საქართველოს მიერ ავღანეთის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის მაღალი დაფასება. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღეს ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვისა და ჩვენ მადლობლები ვართ ამის. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ხაზს უსვამს ნატო-ს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. როგორც ასპირანტმა ქვეყანამ, საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ფუნდამენტურ რეფორმებში, კანონის უზენაესობის, სასამართლო სფეროში, თავდაცვისა და უსაფრთხოების მხრივ განხორციელებული რეფორმებით და უფრო მწიფე დემოკრატიის განვითარებით. ჩვენ გვჯერა, რომ მომავალ თვეს დაგეგმილი არჩევნები დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს. ნატო მოუწოდებს საქართველოს, კიდევ უფრო გააღრმავოს მიღწეული პროგრესი. პირობას ვდებთ, რომ ნატო გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოსთან, რომ მოამზადოს ალიანსის წევრობისთვის", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


 



რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up