იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას - საქართველოს მინდა მივულოცო ის წინსვლა, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია  რეფორმების კონტექსტში ახორციელებთ

იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას - საქართველოს მინდა მივულოცო ის წინსვლა, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია რეფორმების კონტექსტში ახორციელებთ

access_time2020-09-29 13:20:00

საქართველოს მინდა მივულოცო ის წინსვლა, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია რეფორმების კონტექსტში ახორციელებს, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე, დემოკრატიული ზედამხედველობის მიმართულებით, უსაფრთხოების სამსახურების გაძლიერების, ასევე დემოკრატიული კონტროლის განხორციელების კუთხითა და ბევრი სხვა მიმართულებით, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობას და დემოკრატიულ ზედამხედველობას უსაფრთხოების ორგანოების ნაწილში.




„საქართველო ახლაც გადის წინსვლას და მივესალმებით კიდევ უფრო მეტ აქცენტს რეფორმებზე. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ შეხვედრის დროს. კარგი ის არის, რომ ვხედავთ საქართველო და ნატო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, ვიდრე ადრე და როგორც ვახსენეთ, უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატოში. ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად. ახლახანს აქცენტი გავაკეთეთ შავი ზღვის რეგიონზე, საზღვაო პოტენციალის განვითარებაზე, საზღვაო ძალების გაძლიერებაზე, ნატოს და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მხარდაჭერაზე და ასევე, სასაზღვრო ძალების გაძლიერებაზე. ასევე ვაღიარებთ და შეხვედრისას ვახსენეთ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი საქართველოსთვის, ნატოსთვის და ნატოს მოკავშირეებისთვის. ამიტომ, მივესალმებით ყველაფერს, რასაც ერთად გავაკეთებთ ამ მიმართულებით.



ჩვენ ახლა განვიხილავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ დამატებით, რა ელემენტები დავუმატოთ ჩვენს თანამშრომლობას და ეს გულისხმობს, ავიამიმოსვლის მონაცემების გაცვლას. ჩვენ უნდა გავცვალოთ ეს ინფორმაცია, ავიატრაფიკის შესახებ. ეს საქართველოსთვისაც კარგი იქნება და ნატოს ალიანსის წევრებისთვისაც. ზოგადად, მომავალში, ამას ექნება არსებითი მიმართულება რუსეთთან მიმართებით. ერთად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, წვრთნები ჩატარდება და ახლახანს გაცხადდა, რომ ახლაც ტარდება. ეს არის „ღირსეული პარტნიორის ფარგლებში. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, ვმუშაობთ არსებითი პაკეტის განახლებაზე. ამდენად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მადლობელი ვართ საქართველოსთვის, იმ ძლიერი ერთგულებისთვის, რომელიც ავღანეთში, ჩვენი მისიის ფარგლებში კეთდება და წვლილისთვის. ჩვენს მისიებში, საქართველო, ერთ-ერთი უმაღლესი რანგის წვლილის შემტანია და ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ეს ერთგულება შენარჩუნდეს, იმიტომ, რომ ეს არის საუკეთესო მექანიზმი ჩვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მივესალმებით მჭიდრო თანამშრომლობას, გვიხარია ის წინსვლა, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას და ამ მიმართულებით სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოლოდინში ვართ,“ - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.








საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი

საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი
access_time2021-05-14 12:00:55
აპრილში საარსებო მინიმუმი წლიურად 3,2 ლარით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობამ 202,8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.   2021 წლის აპრილის თვეში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წლიურად 2,8 ლარით გაიზარდა და 179,6 ლარი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა კი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 1,8 ლარით, ხოლო საშუალო მომხმარებლისთვის 1,5 ლარით არის...

#სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!

  #სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!
access_time2021-05-14 10:55:53
13 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კროკობეთის პრეზენტაცია გაიმართა. კომპანია ბოლო 2 წლის განმავლობაში 10 საფეხბურთო და 1 საკალათბურთო გუნდს, 2 ინვიდიდუალური სპორტის სახეობის წარმომადგენელს, საქართველოს BMW-ს კლუბს, საქართველოს დრაგ რეისინგისა და დრიფტის სერიებს ასპონსორებს, ღონისძიებას კი თითოეული გუნდის წარმომადგენელი და სპორტსმენი ესწრებოდა, რომლებმაც საზეიმო ვითარებაში მემორანდუმს მოაწერეს...

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა
access_time2021-05-14 12:30:00
2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 2% (1,841,192 ბოთლი), ჩინეთი - 19%...

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა
access_time2021-05-14 13:00:50
კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების მიზნით განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში 2016 წლის წლის 9 მარტიდან 2021 წლის 10 მაისის მონაცემებით ჯამში დაკმაყოფილებულ იქნა 1276 პირი. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მოწოდებული ინოფრმაციის მიხედვით უკვე დასრულებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით - ბინით  99 პირი დაკმაყოფილდა, ხოლო დაზარალებულ პირთათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე და ამავე მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა...

„ციფრული ვალუტის შემოღება ბანკებს შეავიწროებს, თუმცა მათი ჩანაცვლება მარტივად ვერ მოხდება“

„ციფრული ვალუტის შემოღება ბანკებს შეავიწროებს, თუმცა მათი ჩანაცვლება მარტივად ვერ მოხდება“
access_time2021-05-14 11:00:32
საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს. სებ-ის ინფორმაციით, მისი მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ხოლო ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს. როგორც აღმოჩნდა ეროვნულ ბანკს თავისი მანდატის უკეთ შესასრულებლად ციფრული ლარი სჭირდება. ეროვნული ბანკში ასევე აღნიშნავენ,...


მსგავსი სიახლეები

up