IEA-ს საგანგაშო დასკვნა: მსოფლიო მასშტაბით, ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა საქართველოშია

IEA-ს საგანგაშო დასკვნა: მსოფლიო მასშტაბით, ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა საქართველოშია

access_time2016-06-28 11:55:47

საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პოპულიზმი მძიმე შედეგების მომტანი ხდება: ქვეყანა ეკოლოგიური პრობლემების გამო დაღუპულთა რაოდენობით მსოფლიო ლიდერად დასახელდა.

 

ასეთი კატასტროფული შედეგი, დიდი ალბათობით, არ დადგებოდა, ხელისუფლებას ავტომობილების ტექდათვალიერების შემოღების გადაწყვეტილება რომ დროულად მიეღო. თუმცა პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების ნომერ პირველი საზრუნავი ამომრჩეველთა ხმების შენარჩუნებაა, სწორედ ამიტომ ისინი ერიდებიან არაპოპულისტური გადწყვეტილებების მიღებას. წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების ამგვარი მიდგომის შედეგია დაბინძურებული გარემო და ამ მიზეზით გარდაცვლილი ადამიანების მაღალი სტატისტიკა. 

 

იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში მე–20 საუკუნის ავტომობილებს კრძალავენ, საქართველოში ისეთი ელემენტარული სტანდარტის შემოღება ვერ ხერხდება, როგორიცაა ავტომობილების ტექდათვალიერება და მავნე გამონაბოლქვის შემცირება. ხელისუფლებაზე გავლენას ვერც ექიმები ახდენენ, რომლებიც ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების ზრდის გამო განგაშს ტეხენ და ხელისუფლებას შესაბამისი ნაბიჯების უსწრაფესად გადადგმისკენ მოუწოდებენ.

 

ჰაერის დაბინძურების მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვით საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის ლიდერობს. შესაბამისი კვლევა „საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ“ გამოაქვეყნა. ანგარიში სახელწოდებით Energy and Air Pollution მიმდინარე წელს არის გამოქვეყნებული, თუმცა, ამ კონკრეტული მიმართულებით 2012 წლის მონაცემებს ასახავს.


კვლევაში მოცემულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას კაცზე, რომელიც გამოწვეულია ჰაერის დაბინძურების შედეგად. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შემდეგ ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ყოველ 100 ათას კაცზე ბულგარეთში ფიქსირდება. შემდეგ მოდის ჰაერის დაბინძურების მხრივ მოწინავე ქვეყნები ჩინეთი და ინდოეთი. ათეულში ასევე შედიან უნგრეთი, ჩადი, რუსეთი, ნიგერია, პაკისტანი და ინდონეზია.



არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც OECD-ის (Organisation for Economic Co-operation and Development) ჩარჩოში 1974 წელს შეიქმნა, ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2012 წელს ჰაერის დაბინძურების მიზეზით 6,5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. მათი ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყოველი 9 ადამიანიდან ერთი სწორედ ამ მიზეზით იღუპება.


ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ ყველაზე მაღალ რისკს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის. ჰაერის დაბიძნურებაზე მეტად საშიშ პრობლემებად ორგანიზაცია არტერიულ წნევას, კვებითი რაციონის დარღვევასა და მოწევას გამოყოფს, მეოთხე ყველაზე დიდ რისკად კი სწორედ ჰაერის დაბინძურებას ასახელებს.


2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება იწვევს ფილტვის სიმსივნეს, ფილტვების ქრონიკულ და გულის დაავადებებს. ამავე ანგარშით, ჰაერის დაბინძურებას ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაბალი შობადობა, ტუბერკულოზი, კატარაქტა, ასევე ხორხის სიმსივნე.  


5 წლამდე ასაკის ბავშვებში კი ჰაერის დაბინძურება პნევმონიის მიზეზია. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით,  ჰაერის დაბინძურების მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად სწორედ ბავშვები მიიჩნევიან.


არასამთავრობო ორგანიზაცია ძირითადად ენერგეტიკულ საკითხებზე მუშაობს, მისი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ასევე ინფორმაციის (ანგარიშების, კვლევების) გამოქვეყნება სხვადასხვა საკითხებზე, როგორიცაა ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და გარემოს დაცვა.


ორგანიზაციაში მსოფლიოს 29 ქვეყანა შედის, მათ შორის არიან როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, ასევე აშშ, ავსტრალია, იაპონია, კანადა და ა.შ.


"კომერსანტი" აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის შეფასებებს ელოდება.

 

 



„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
access_time2019-12-10 17:25:14
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური...

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს  აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“
access_time2019-12-10 18:10:54
„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე“ - ამის შესახებ ფინანსისტი თემურ ბასილია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:  „ნამდვილად არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე. ეს გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 ფისკალური წლის მონაცემები. სურათი კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას...

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...


მსგავსი სიახლეები

up