„იძულებული ვიქნები წავიდე ბანკში და ის თანხა, რაც სახელმწიფოსთვის მაქვს გადასახდელი, სესხად გამოვიტანო“- ბიზნესი „ოქროს სიის“ ფაქტობრივი გაუქმების შემდეგ

„იძულებული ვიქნები წავიდე ბანკში და ის თანხა, რაც სახელმწიფოსთვის მაქვს გადასახდელი, სესხად გამოვიტანო“- ბიზნესი „ოქროს სიის“ ფაქტობრივი გაუქმების შემდეგ

access_time2019-07-03 09:00:55

ოქროს სიის შეღავათების გაუქმების გადაწყვეტილება 2 ივლისს ამოქმედდა. როგორც შეხვდა ბიზნესი იმპორტის გადასახადის 30–დღიანი საშეღავათო პერიოდის 5 დღემდე შემცირებას?  


სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგის“ ხელმძღვანელი ვახტანგ საძაგლიშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ „ოქროს სიის“ გაუქმებით მთავრობამ ბიზნესს განვითარების საშუალება დაუპაუზა. მისი თქმით, უკვე დღეიდან კომპანიას ფულის გადადება  საბრუნავი საშუალებებისთვის მოუწვს.


„ეს გაუქმება უკვე აისახა ჩვენზე. რაც განვითარებისთვის შეგვეძლო გამოგვეყენებინა, აქედან მოხდა თანხის ამოღება და მისი ბიუჯეტში მიმართვა,“ აცხადებს საძაგლიშვილი.


მისივე განცხადებით, პრობლემა შექმნა იმანაც, რომ კომპანიებმა და მათ შორის, „შარმ ტრეიდინგმა“ „ოქროს სიის“ გაუქმების შესახებ გამოცხადებიდან რამდენიმე დღით ადრე გაიგო.


კომპანია „საქკაბელის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ედიშერ მამალაძე განმარტავს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება კომპანიებს 1-თვიანი რესურსის (საბრუნავი საშუალებებისთვის) დამატებით მოზიდვისკენ უბიძგებს.


„პირობითად, მე თუ თვეში 1 მილიონი ლარის საქონელი შემომქონდა, მასზე ვიხდიდი გადასახადს 18%-ის ოდენობით, თუმცა, ამას  გაყიდვის დროს ვითვლიდი. ასე ნელ-ნელა გადახდილი თანხა საშუალებას მაძლევდა, რეალიზებიდან, უმტკივნეულოდ გადამეხადა.  ახლა ეს ერთი თვე ამომივარდა და მაშინვე უნდა გადავიხადო. დამრჩა ისეთი განცდა, რომ სახელმწიფომ ერთი თვის ფული  დამატებით მოიზიდა. ახლა იძულებული ვიქნები წავიდე ბანკში და ის თანხა, რაც სახელმწიფოსთვის მაქვს გადასახდელი, სესხად გამოვიტანო. ამით ბანკებსაც საკრედიტო ხაზი გაუფართოვეს, “ აცხადებს მამალაძე.



მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი გაზრდის პროდუქციის თვითღირებულებას, რაც საბოლოო ჯამში ფასზე აისახება.


როგორც ცნობილია, ოქროს სიაში“ მყოფი ხორბლის იმპორტიორები იმპორტის გადასახდელის გადახდის პრივილეგიით კვლავ ისარგებლებენ. შესაბამისად, კომპანიააგრიკომისგენერალურ დირექტორქეთევან კუბლაშვილ განმარტავს, რომ მისგან ცოტა უხერხული იქნება ამ თემაზე საუბარი, რადგან მისი კომპანია გამონაკლისშია და „ოქროს სიის“ გაუქმება არ შეხებია. მისივე განცხადებით,ზოგადად, ბიზნესისთვის ეს დამანგრეველია.


„მე მხარს ვუჭერ სრულიად ბიზნესს, ბიზნესმენებს, თუმცა, მე ამის მონაწილე არ ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობა ძალიან გაჭირდებოდა. უფრო მეტიც, ქვეყანა პურის გაძვირების საფრთხის წინაშე დადგებოდა. კომპანიას ხომ გაუჭირდებოდა და გაუჭირებოდა, რადგან დღგ-ს თანხა უნდა მოეზიდა. ალბათ ამ თანხას ბანკიდან მოვიზიდავდით. შესაბამისად, ჩვენს პროდუქციაზე ფასი 20%-ით გაძვირდებოდა,“ აცხადებს კუბლაშვილი.


ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა, ასევე გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა), წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა) და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა).

 

ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ უკვე ამოქმედდა ბრძანების გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს (2019 წლის 12 ივნისს), ხოლო სხვა შემთხვევაში – ბრძანების ამოქმედების თარიღად, გამოქვეყნებიდან 30-ე დღე , ანუ 2 ივლისი განისაზღვრა. „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ, სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე კვლავ იმოქმედებს იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა. ამასთან, „ოქროს სიის“ კომპანიები კვლავ ისარგებლებენ გამარტივებული საბაჟო სერვისითა და პროცედურებით, ასევე „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიებისთვის დაწესებული სხვა შეღავათებით.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცვლილების ძალაში შესვლამდე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელების გადახდა დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი წესით განსაზღვრულ ვადაში ხორციელდებოდა.


აღსანიშნავია, რომ სიაში ჯამში, 218 კომპანიაა, რომელთაც მინისტრის ამ ბრძანებით გადასახდელის გადახდისას პრივილეგია აღარ ექნებათ. ამ კომპანიებს შორისაა: სს „საქკაბელი“, კომპანია „შარმ ტრეიდინგი“, სს „გეფა“ (ჯიპისი); სს „თელიანი ველი“, შპს „თეგეტა მოტორსი“, შპს „ვიონი საქართველო“ (ბილაინი); ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში; „რომპეტროლი“, „მაგთიკომი“, შპს „ელიზი ჯგუფი“, გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში; დიმპლომატ ჰოლდინგი, „ენერგო პრო-ჯორჯია“, „ვისოლი“, „ლუკოილი“, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შპს „ავერსი-ფარმა“, შპს „კავკასუს ონლაინი“, „ელიტელექტრონიქსი“, „ელსივაიკიკი“, „ნიუ ჰოსპიტალს“, „სოკარი“, სს RMG Copper, შპს RMG Gold, სს თელავის ღვინის მარანი, შპს მოდუსი, შპს BTM-TEXTILE,შპს სტარ არ ჯი,სს ენერგო - პრო ჯორჯია,შპს აგროსისტემები,შპს ომეგა,სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია,შპს ბი ემ სი გორგია,  და ა.შ.


სოფო ქსოვრელი 






ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up