დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში, იძულებით გადაადგილებულ 19 ოჯახს ოთხოთახიანი ბინები გადაეცემა. იინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სააგენტოს ცნობით, სრულად გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი ფართები მრავალსულიან ოჯახებზე განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.
უწყების განცხადებით, 2023 წელს, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში კი ახალი საცხოვრებელი ფართით იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი დაკმაყოფილდება.