IDS Borjomi-ი შესაძლოა Nestle-მ ან  Coca-Cola-მ იყიდოს

IDS Borjomi-ი შესაძლოა Nestle-მ ან Coca-Cola-მ იყიდოს

access_time2018-10-04 17:00:00

IDS Borjomi-ი შესაძლოა  Nestle-მ ან  Coca-Cola-მ იყიდოს. აღნიშნულ გარიგებას „კომერსანტთან“ ადასტურებს coca-cola bottlers Georgia-ს პრეზიდენტი თემურ ჭყონიაც. ბიზნესმენი  დამატებით დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა, განმარტავს, რომ ეს საკითხი მისი ინფორმაციით განხილვაშია.

 

რუსული გამოცემა „Коммерсантъ“-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ  „ალფა გრუპი“, რომელსაც ეკუთვნის მინერალური წყალი „ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანია IDS Borjomi,  მოლაპარაკებებს  აწარმოებს შვეიცარულ კომპანია Nestle-სთან კომპანიის შესაძლო გაყიდვის თაობაზე.

 

 

თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ინფორმაცია ამ თემაზე  - მეორე წყარო საინვესტიციო წრეებიდან, ამტკიცებს, რომ „ბორჯომის“ ყიდვით დაინტერესებულია Coca-Cola-ც. სამივე კომპანია ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველგვარ კომენტარზე უარს ამბობს.


 

IDS Borjomi   პოსტსაბჭოთა სივრცეზე ბუტილირებული წყლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი  კომპანიაა. ის ფლობს 9 ქარხანას საქართველოში, რუსეთში და უკრაინაში. მის საკუთრებაშია  ბრენდები -   Borjomi, «Святой источник», და  «Моршинская». 2017 წელს კომპანიის გაყიდვებმა 1,5 მლრდ. ლიტრს  მიაღწია.


 

„ალფა გრუპმა“  IDS Borjomi 2013 წელს, ბორის ბერეზოვსკის ბიზნეს-პარტნიორის, ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეების კუთვნილი ფონდ  Salford Capital Partners Inc.,-სგან შეიძინა. ამჟამად, Forbes-ის მონაცემებით „ალფა-გრუპი“ ფლობს IDS Borjomi-ის 55,8%-ს, პატარკაციშვილის მემკვიდრეები - 37,2%-ს, დანარჩენი ეკუთვნის წვრილ აქციონერებს საქათველოში, რუსეთში, და უკრანიაში.



 

Prosperity Capital Management-ის  დირექტორი ალექსეი კრივიშაპკო მიიჩნევს რომ IDS Borjomi შესაძლებელია ღირდეს 630  მლნ. დოლარი.  ბოლო წლებში კომპანია აქტიურად ვითარდებოდა  და არაა გამორიცხული, რომ სწორედ  გასაყიდად მზადება იყო დაკავშრებული  ბაზარზე პოზიციების გაძლიერებასთან.


 

 

საკონსულტაციო კომპანია Nielsen-ში აფასებენ IDS Borjomi-ის, როგორც ბუტილირებული წყლის რუსული ბაზრის უპირობო ლიდერს.  2017-2018 წლებში მხოლოდ    «Святой источник» -ის გაყიდვები  რაოდენობრივ ჭრილში  35%-ით, ხოლო თანხობრივად- 36%-ით გაიზარდა, რასაც კონკურენტებთან შედარებით უფრო დაბალმა ფასმა  შეუწყო ხელი.


 

გაზეთის წყაროს ინფრომაციით,  Nestle-ს და Coca-Cola-ს აქვთ სტრატეგიული ინტერესი ბუტილირებული წყლის ბაზრისადმი, რომელზეც მუშაობს IDS Borjomi,  რადგანაც ის ეკონომიკური კრიზისის პერიოდშიც კი აქტიურად იზრდებოდა.


 

Euromonitor -ის პროგნოზით, რუსეთის  ბუტილირებული წყლოს ბაზრის ბრუნვა 2018 წელს  187 მლრდ. რუბლს მიაღწევს.სადღეისოდ Nestle არ აწარმოებს ბუტილირებულ სასმელებს რუსეთში  და სავარაუდოდ ამ ბაზარზე შემოსვლითაა დაინტერესებული.

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი, თენგიზ აბლოთია

 





„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის
access_time2020-02-27 20:00:25
კომერსანტის ექსკლუზიური ინფორმაციით სათამაშო ბიზნესი მარტის პირველი რიცხვებიდან გარე რეკლამის შეზღუდვას იწყებს.ინფორმაციას ადასტურებს  სათამაშო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი. როგორც ბერუაშვილი განმარტავს მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი ინტერსითაა განპირობებული:   „შემიძლია გითხრათ ის, რომ პირველი მარტიდან მინიმუმ თბილისში, მოსახლეობა დაინახავს, რომ სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამა აღარ იქნება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე...

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება
access_time2020-02-27 18:21:57
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის თემა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა იყო. შალვა გოგოლაძის თქმით, 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტული დარბაზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და...

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის
access_time2020-02-27 17:45:30
Wizz Air, ევროპის ყველაზე მწვანე, უმსხვილესი დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია, იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირის შემცირებას აანონსებს. მიზეზი ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებაა. 2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ფრენების სიხშირე იტალიის მიმართულებით 60%-ით შემცირდება. საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება. მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას და მათ შესაძლებლობა ექნებათ ბილეთები...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-27 21:30:47
 Top-10 საინტერესო ამბავი 1.„კომერციალიზაციის დონე დაბალია, იმპორტი მაღალი“ - რამდენად შედეგიანია „დანერგე მომავალი“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ 2015 წელს პროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება დაიწყო.„კომერსანტი“ დაინტერესდა შეასრულა თუ არა სოფლის მეურნეობის...

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს
access_time2020-02-27 17:45:28
პარკირების პრობლემა დედაქალაქისთვის დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ ეს უფლება ”სითი პარკს” ჩამოართვა და ხელშეკრულებაც შეუწყვიტა, ამ მიმართულებით სიტუაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. რეალურად, ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიის შესაბამისი უწყება იგივე საქმიანობას აგრძელებდა, რასაც მანამდე ახორციელებდა ”სითი პარკი”. ფაქტობრივად არ მოწყობილა ახალი საპარკინგე ადგილები და არც იმის შესახებ არის ცნობილი თუ რისი გაკეთება იგეგმება არსებული...


მსგავსი სიახლეები

up