იჯარის ყველაზე მაღალი თანხის გადამხდელები რუსეთის მოქალაქეები არიან, თუმცა რეალტორთა დიდი ნაწილი მათთან არ თანამშრომლობს - ასოციაცია

იჯარის ყველაზე მაღალი თანხის გადამხდელები რუსეთის მოქალაქეები არიან, თუმცა რეალტორთა დიდი ნაწილი მათთან არ თანამშრომლობს - ასოციაცია

access_time2022-10-04 13:00:48

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თბილისსა და ბათუმში გასაქირავებელი ბინების ფასი რეკორდულად არის გაზრდილი. ბინებზე ფასების  განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა და რუსეთის უამრავი  მოქალაქე საქართველოში გადმოვიდა. მათი მხრიდან ბინების ქირაობაზე დიდი მოთხოვნის მიუხედავად, მესაკუთრეების და რეალტორების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებზე ბინის მიქირავებისაგან თავს იკავებს.


კომპანია „ჯეორეალთის“ დირექტორი, რეალტორთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაია გამზარდია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ  რუსეთის მოქალაქეებთან არ თანამშრომლობს და უძრავი ქონების მესაკუთრეებსაც ამავეს ურჩევს. მისი თქმით, გარკვეული კატეგორია საერთოდ არ აქირავებს უძრავ ქონებას რუსეთის მოქალაქეებზე, რადგან პოლიტიკური შეხედულებების გარდა, მესაკუთრეებმა იციან, რომ გაქირავების შემთხვევაში არიან სრულიად დაუცველები, თუ გადააწყდნენ არაკეთილსინდისიერ გადამხდელებს.


„ჩემი კომპანია, რუსეთის მოქალაქეებთან არ თანამშრომლობს, ვინაიდან თვითონ მაქვს პირადი პრინციპული შეხედულება ამ თვალსაზრისით და შეზღუდვა დაწესებული. გარდა ჩემნაირად მოაზროვნე რეალტორებისა და აგენტებისა, ბინების გაქირავების მიმართულებით, რუსეთის მოქალაქეებთან თანამშრომლობის დიდი სურვილით უძრავი ქონების მესაკუთრეებიც არ გამოირჩევიან, ხოლო გარკვეული კატეგორია საერთოდ არ აქირავებს უძრავ ქონებას მათზე, რადგან პოლიტიკური შეხედულებები რომ გადავდოთ, მესაკუთრეებმა იციან, რომ გაქირავების შემთხვევაში არიან სრულიად დაუცველები, თუ გადააწყდნენ არაკეთილსინდისიერ გადამხდელებს. ასეთი კი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეც.



ბოლო პერიოდში თითქოს უფრო მეტად არის შეზღუდვა მესაკუთრეების მხრიდან გააქირაონ ბინები, ან კომერციული ფართები რუსეთის მოქალაქეებზე, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს აქვს გამოუვალი სიტუაცია, მაგალითად ბინის მესაკუთრეს აქვს სესხი, ან სხვა ვალდებულება და აუცილებლად სჭირდება ბინის გაქირავება, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე იჯარის ყველაზე მაღალი თანხის გადამხდელები რუსეთის მოქალაქეები არიან, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მათთან თანამშრომლობის დროს რისკი დიდია, ზოგიერთი ჩემი არაექსკლუზიური კლიენტი, რომელიც ამ დილემის წინაშე დგას და კონსულტაციისთვის მირეკავს, თუ ვხვდები, რომ მას მაინც აქვს გადაწყვეტილი გაქირავება, გარდა იმისა, რომ ვთავაზობ იურისტებთან ერთად ხელშეკრულების სწორად გაფორმებას, ასევე ვთავაზობ, თავის დაცვის მიზნით მოითხოვონ დამქირავებლისგან ერთი წლის ქირის ერთდროული გადახდა წინასწარ, ან მინიმუმ ექვსი თვის მაინც“,  
აღნიშნავს მაია გამზარდია.


რეალტორთა ასოციაციის წარმომადგენელი განმარტავს, რომ პირველი ტალღის დროს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ფინანსურად უფრო მეტად გამართული რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ, ახლა კი ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი ხვდება საქართველოში, გაურკვეველი გეგმებით და გაურკვეველი ფინანსებით.


„საქართველოს კანონმდებლობა არ არის სრულყოფილი და მესაკუთრის ინტერესები არ არის დაცული. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი შემთხვევა მსმენია, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აფორმებდნენ გრძელვადიან ხელშეკრულებებს, არ ასრულებდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და მესაკუთრეები სამწუხაროდ საკუთარი უძრავი ქონებიდანაც კი ვეღარ უშვებდნენ მათ.


ჩვენთან თანამშრომლობაზე დაურეკავთ სხვა კომპანიის აგენტებს, ვისაც რუსეთის მოქალაქეები ჰყოლიათ, მაგრამ არ მაქვს მექანიზმი და ბერკეტი, რომ ჩემი მესაკუთრე იქნება დაცული გაქირავების შემთხვევაში, ამიტომ კატეგორიულიად არ ვმუშაობ ისეთ ადამიანებთან, რომელთა წარმომავლობა არ ვიცი, ანუ არ ვიცი რომელ ორგანიზაციაშია ჩამოსული.


იმის გამო, რომ რუსეთის მოქალაქეების უმისამართო შემოსვლა ხდება საქართველოში, ჩემი კომპანიის ყველა განცხადება მქონდა მოხსნილი სარეკლამო სივრციდან, ბუნებრივია, ამან შემოსავლებზე ძალიან ცუდად იმოქმედა, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ერთდროულად დავიცვა ჩემი პირადი სახელმწიფოებრივი ინტერესები და ამასთან ერთად არ დავარღვიო რეალტორთა ეთიკის კოდექსი. ერთი რამ ფაქტია, რომ პირველი ტალღის დროს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ფინანსურად უფრო მეტად გამართული რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ, ახლა კი ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი ხვდება საქართველოში, სრულიად მოულოდნელად მათთვისაც, გაურკვეველი გეგმებით და გაურკვეველი ფინანსებით. მათთან თანამშრომლობამ იმის გამო, რომ კანონი არ არის დახვეწილი, შესაძლოა დიდი პრობლემა შეუქმნას უძრავი ქონების მესაკუთრეებს და ვერ აარიდონ საკუთარი თავები და ოჯახები მოსალოდნელ გართულებებს. საჭიროა და აუცილებელი სადეპოზიტო გადასახადების სამართლებრივი ფორმებით დაწესება და პოლიციური გამოსახლების კანონში ცვლილებების განხორციელება, თორემ აღმოჩნდა, რომ დღეს ყველა ადამიანის საკუთრების უფლება ძალიან შეზღუდულია“,
 ამბობს მაია გამზარდია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up