IDFI-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  რეფორმა საკმარისად ეფექტური  არ იყო

IDFI-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეფორმა საკმარისად ეფექტური არ იყო

access_time2019-11-07 13:00:53

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების შესწავლისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე შეეცადა დაედგინა მოცემული სფეროს ხშირი რეფორმირების მიზეზები და გამოეკვლია თუ რამდენად მიაღწია მან დეკლარირებულ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზანს.


IDFI-ის კვლევის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:


- 2015 წლიდან დღემდე საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში რეფორმა სამჯერ განხორცილდა, ყოველ ჯერზე იცვლებოდა უწყების სახელწოდება, სამართლებრივი სტატუსი და მისი ხელმძღვანელი პირები.


- რეფორმათა განხორცილების ერთ-ერთ მთავარ მიზანს ხარჯების ოპტიმიზაცია წარმოადგენდა. თუმცა, უწყების ყოველწლიური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნული მიზანი არათუ ვერ იქნა მიღწეული, არამედ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბიუჯეტი რეფორმის განხორციელების ყოველ ეტაპზე განაგრძობდა ზრდას.


- თავად, რეფორმათა განხორციელების სიხშირე შესაძლებელია მიუთითებდეს იმაზე, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რეფორმები არ იყო საკმარისად ეფექტური. გადაწყვეტილებები მიიღებოდა დაჩქარებული წესით, შესაბამისი წინასწარი შეფასების თუ კონსულტაციების გარეშე. აღნიშნული კი გამოხატულებას პოვებდა, ხანმოკლე პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ ახალი ცვლილების განხორცილების აუცილებლობაში.


- ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი სამსახურის ხელმძღვანელად თავდაპირველად გიორგი მღებრიშვილის დანიშვნა, ხანმოკლე პერიოდში ახალი პრემიერ-მინისტრის დამტკიცების შემდეგ უწყების შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში დაბრუნება და მისი ხელმძღვანელის კიდევ ერთხელ შეცვლა, აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ უწყებაში განხორციელებულ ცვლილებებს უფრო მეტად პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, ვიდრე საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში რეალურად ეფექტური ცვლილებების გატარებაზე ორიენტირებული რეფორმისა.



- ხარჯების ოპტიმიზაციის გაცხადებული მიზნის საწინააღმდეგოდ 2015 წელთან შედარებით 2018 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხარჯი გაიზარდა 10 მილიონზე მეტი ლარით. მათ შორის გაიზარდა შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი და მან წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2018 წელს მიაღწია.


- რეფორმათა შედეგად დაგეგმილი იყო ასევე, ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხებიდან მეხანძრე-მაშველთა სოციალური მდოგმარეობის გაუმჯობესება. 2018 წლის 1 აგვისტოდან მეხანძრე-მაშველთა თანამდებობრივი სარგო გაიზარდა, თუმცა მხოლოდ 120 ლარით. მოიმატა ასევე სამსახურის ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფ პირთა თანამდებობრივმა სარგომ, 3,000 ლარამდე ოდენობით, რაც წინა წლებში დამკვიდრებული დანამატის გაცემის პრაქტიკის ერთგვარ ჩანაცვლებას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ მოდევნო წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია მეხანძრე-მაშველთა თანამდებობრივი სარგოს გაზრდა დამატებით 125 ლარის ოდენობით.


- კრიზისების მართვის საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გაერთიანების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეიქმნა და დღემდე ფუნქციონირებს სამი ახალი სტრუქტურული ერთეული. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო და იურიდიული სამმართველო. მოცემულ სამმართველოთა ფუნქციებს უწყებათა გაერთიანებამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადმინისტრაცია და სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტი ასრულებდნენ.


- არსებული მდგომარეობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადმინისტრაციული მიზნებისთვის დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მთელი რიგ სამინისტროთა ცენტრალურ აპარატებში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებულთა რაოდენობას.


- ბოლო წლებში უწყების მიერ სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები, სხვა ხარჯებთან შედარებით მხოლოდ მცირედით გაიზარდა.


- მნიშვნელოვნად შემცირდა სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობაც, თუმცა რამდენიმე ასეულით გაიზარდა შტატგარეშე დასაქმებულთა რიცხვი. 2018 წელს შტატგარეშე დასაქმებულთა მკვეთრი ზრდის დეტალური შესწავლის მიზნით IDFI-მ უწყებიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუმცა სამწუხაროდ ვერ შეძლო მოთხოვნილი მონაცემების მიღება.


- უწყებამ არ გასცა არც თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) გამოყოფილი და ათვისებული საწვავის ოდენობის შესახებ ინფორმაცია და საწვავის მოხმარებაზე ყოველთვიური ლიმიტების განსაზღვრის შესახებ სამართლებრივი აქტების ასლები.


- გამოიკვეთა ასევე პრობლემები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესახებ ინფორმაციის პროაქტიულ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი სატესტო რეჟიმში მოქმედების გამო არ ფუნქციონირებს საჯარო ინფორმაციის გვერდი.


„კომერსანტი“


თეგები:
IDFI



თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიაშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიაშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
access_time2019-11-14 13:42:20
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრიუძემ, გიორგი მოსიაშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს.აღნიშნული განცხადება რამდენიმე წუთის წინ ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. „ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო ეს ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე...

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
access_time2019-11-14 13:18:30
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში...

„აზარტულ თამაშებზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს, რომელიც ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს“

„აზარტულ თამაშებზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს, რომელიც ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს“
access_time2019-11-14 13:12:41
დეპუტატთა ჯგუფმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია აზარტული და მომგებიანი თამაშების სფეროში მკაცრი რეგულაციების დამყარება. „ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც რეკლამის აკრძალვას ეხება. ახლა კი დარეგისტრირდა...

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“
access_time2019-11-14 11:30:35
ჩეჩნეთის პრეზიდენტი ისევ საუბრობს პირდაპირ გზაზე საქართველოში.ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ისევ აყენებს საკითხს საქართველოში პირდაპირი საავტომობილო გზის აშენებაზე.ეს პროექტი  პირველი ჩეჩნური ომის დასრულების შემდეგ დაიგეგმა, კერძოდ, თუმცა, ქართულმა მხარემ  მისი რეალიზება არ ჩათვალა საჭიროდ . „სოფელ იტუმ-კალედან საქართველოში ჩახვალ სულ რაღაც 40-50 წუთში. ჩვენ იქ გვქონდა გზა. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მომგებიანია - საქართველოს გავლით ჩვენ უმოკლესი...

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება
access_time2019-11-14 11:04:27
ბიზნესომბუდსმენის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიხეილ დაუშვილი წარადგინა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერმა განაცხადა, ეს კადრი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა. „გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვენლოვანი და საამაყო გახლავთ მიხეილ დაუშვილი, ის დღეიდან დაინიშნება ბიზნესომბუდსმენად, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური...


მსგავსი სიახლეები

up