IDFI პროკურატურას მოუწოდებს, გამოიძიოს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი განკარგვის ფაქტები

IDFI პროკურატურას მოუწოდებს, გამოიძიოს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი განკარგვის ფაქტები

person access_time2016-04-19 15:43:38

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, გამოიძიოს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი განკარგვის, კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის, ფულის გათეთრებისა და გადასახადების გადახდისგან თავის არიდების შემთხვევები, ისევე როგორც მაღალი თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივ დეკლარაციებში ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტები.


ამის შესახებ IDFI-ის რეკომენდაციებშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციამ კვლევის „ოფშორული კომპანიები საქართველოში - რისკები და რეკომენდაციები“ შედეგებზე დაყრდნობით მოამზადა, რომელიც ორგანიზაციამ ”პანამის დოკუმენტების” გამქვეყნების შემდეგ ჩაატარა.


IDFI-ის კვლევის თანახმად, საქართველოში ოფშორებიდან განხორციელებული, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007 წელს დაფიქსირდა და 371 109 900 დოლარი შეადგინა და მას შემდეგ აღნიშნული მაჩვენებელი მუდმივად იცვლება.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, საქართველოში ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მოქმედებას სერიოზული რისკები ახლავს.



IDFI-ში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებისთვის შეუძლებელი ხდება იმის გადამოწმება, თუ ვისი ინტერესები დგას ქვეყანაში მოქმედი ამა თუ იმ მსხვილი ბიზნესის უკან, რადგან ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები საკუთარ წესდებას, ზუსტი მფლობელების ვინაობას, ხელშეკრულების პირობებსა და სხვა დეტალებს არ აქვეყნებენ იმ ქვეყნის საჯარო რეესტრში, სადაც მოღვაწეობენ. აღნიშნული ფაქტი კი კორუფციული გარიგებების და ინტერესთა შეუთავსებლობის პოტენციური შემთხვევების რისკებს ზრდის.


ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა, რუსეთის მოქალაქეები ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით აკონტროლებენ არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტს საქართველოს ეკონომიკაში და სახელმწიფოს არ აქვს არანაირი ბერკეტი ოფშორულ ზონებში განხორციელებულ გარიგებებზე ზემოქმედებისა.


”ოფშორული კომპანიები თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმაც შეიძლება გამოიყენონ ფულის გათეთრების, კორუფციის ან ბიზნეს სუბიექტებზე უკანონო ზეწოლის განსახორციელებლად. პანამის დოკუმენტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არაკეთილსინდისიერი ბიზნეს ჯგუფები ოფშორულ კომპანიებს იყენებენ იმისთვის, რომ დამალონ შემოსავალი და თავიდან აირიდონ გადასახადების გადახდა, რითაც ზიანი ადგება სახელმწიფო ბიუჯეტს”, - ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.


ორგანიზაცია სახელმწიფო სტრუქტურებს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს და მათგან პრობლემის აღმოსაფხვრელად 

 

ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.


”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას გამოიძიოს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი განკარგვის, კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის, ფულის გათეთრებისა და გადასახადების გადახდისგან თავის არიდების შემთხვევები, ისევე როგორც მაღალი თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივ დეკლარაციებში ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტები. ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაეყრდნოს ევროპარლამენტის პრაქტიკას და შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების გავლენას საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ასევე მიმართავს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს განსაზღვროს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროები (მაგ: ენერგეტიკა, წიაღისეულის მოპოვება, პორტები, რკინიგზა, ბეჭდვითი და ახალი მედია და ა.შ.) და მიიღოს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს ოფშორული კომპანიების მფლობელთა შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურ საჯაროობას, როგორც ეს 2011 წელს სატელემაუწყებლო სფეროსთან დაკავშირებით მოხდა”, - ნათქვამია ”ინფორმაციის თავისუფლებს განვითარების ინსტიტუტის” კვლევაში.



AREA EXPO 2020 - „უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა“ მხოლოდ ორი დღით

AREA EXPO 2020 - „უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა“ მხოლოდ ორი დღით
access_time2020-02-18 10:30:26
არეა ექსპო 2020 -უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაყიდვა 4-5 აპრილს ჩატარდება შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში. არეა ჯგუფი, ღონისძიებას უკვე მესამედ მართავს თბილისში. საქართველოში პირველი უძრავი ქონების გამოფენა -გაყიდვა არე ექსპო 2018 წელს ჩატარდა და წარმოადგენს ერთიან პლატფორმას დეველოპერებისთვის, კონკურენტულ გარემოში შეხვდნენ მიზნობრივ აუდიტორიას, უძრავი ქონების სექტორითა და შეძენით დაინტერესებულ მომხმარებლებს....

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“
access_time2020-02-18 10:45:03
ბოლო სამი წელია ამერიკაში ქართული ღვინის იმპორტი საშუალოდ 54%-ით იზრდება. 2019 წლის პირველ ნახევარში კი ზრდამ 88%-ს მიაღწია. მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან აშშ-ში 466,056 ბოთლი ღვინო გავიდა, ღირებულებით $2,335,867. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორია რეალობა, იცნობენ თუ არა ქართულ ღვინოს ამერიკაში, რა ბარიერებს აწყდებიან მეღვინეები და როგორ ეხმარება მათ ...

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

„ბაზარზე დარჩენილი მიკროსაფინანსოები საპროცენტო განაკვეთებით ისე შეძლებენ მანიპულირებას, როგორც თვითონ მოესურვებათ“

„ბაზარზე დარჩენილი მიკროსაფინანსოები საპროცენტო განაკვეთებით ისე შეძლებენ მანიპულირებას, როგორც თვითონ მოესურვებათ“
access_time2020-02-18 11:30:08
ბოლო ერთ წელიწადში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვი 19 ერთეულით შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით ბაზარზე 67 მის-ო ოპერირებდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, მათი რაოდენობა 48-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მკვეთრად შემცირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება და აქტივები, თუმცა, გაზრდილია...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...


მსგავსი სიახლეები

up