IDFI: 2017 წელს ჭიდაობის ფედერაციისთვის გადარიცხული თანხიდან 800 ათასი ლარი გაქრა

IDFI: 2017 წელს ჭიდაობის ფედერაციისთვის გადარიცხული თანხიდან 800 ათასი ლარი გაქრა

access_time2019-07-23 16:45:27

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში კორუფციულ რისკების საკითხზე მომზადებული კვლევა გამოაქვეყნა.


კვლევის შედეგებით, ცნობილი ხდება, რომ 2017 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ფედერაციისთვის გადარიცხულ და უკან დაბრუნებულ თანხებს შორის დარღვეულია ბალანსი.


კერძოდ, 2017 წელს სამინიტროდან ფედერაციისთვის გადარიცხული 1,786,835 ლარიდან უწყებამ წლის განმავლობაში 782,785,38 ლარი გახარჯა, უკან დააბრუნა 173,001,62 ლარი, ხოლო 831 ათას ლარზე ინფორმაცია მოწოდებული არ არის.



კვლევაში ვკითხულობთ: "ამ თანხებს შორის სხვაობა, 831 ათას ლარზე მეტის მიზნობრიობა გაურკვეველია. ანგარიშებში ჩანს მხოლოდ სამინისტროს მიერ ფედერაციისათვის თანხის გადარიცხვა, თუმცა არც შემდგომი ხარჯვა და არც უკან დაბრუნება ამ თანხის შემთხვევაში არ ფიქსირდება. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ჭიდაობის ფედერაციის მხრიდან დოკუმენტაციის არასრულად. წარდგენა სამინისტროსათვის, ან სამინისტროს მიერ არასრული ანგარიშის მოწოდება IDFI-სთვის."


როგორც კვლევაშია აღნიშნული ეს ბალანსია დარღვეულია 2018 წლის მონაცემებითაც და სხვაობა 8 ათას ლარს შეადგენს. კვლევის მიხედვით ბალანსი დაცულია 2015-2016 წლებში.






ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია
access_time2019-12-08 16:00:51
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში - მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც...

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი
access_time2019-12-08 14:00:22
2019 წლის აგვისტოში, ბერლინის რაიონ ტირგარტენში ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლის ქართველი მოკლეს.   გამოძიება განიხილავს ერთადერთ ვერსიას - შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობას, რადგანაც სხვა მოტივების რაიმე ნიშანი არ გამოიკვეთა.   Süddeutsche Zeitung-ის, ასევე ტელეკომპანიების NDR და WDR-ის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას გეგმავს გენერალური პროკურატურა, რადგანაც მასში შესაძლოა სპეცსამსახურები იყოს...

ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს

ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს
access_time2019-12-08 12:00:24
„კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს,“ - ამის შესახებ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“...

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება
access_time2019-12-08 10:00:01
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი" სააგენტოს 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.   "2020 წლისთვის სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება ბათუმში, კასპსა და გურჯაანში. 2020 წელსვე დასრულდება სამუშაოები, მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართვა ამ ეკოსისტემაში, განსაკუთრებით ბათუმის. გვეყოლება 40 ახალი სტარტაპი, რომელიც 100 ათასი ლარით დაფინანსდება და 10 სტარტაპი 650 ათას ლარიანი საგრანტო...


მსგავსი სიახლეები

up