იდეათეკა - საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქიური სასწავლო სივრცე

იდეათეკა - საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქიური სასწავლო სივრცე

access_time2020-12-18 18:50:01

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა იდეათეკებიც. მიმდინარე სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად ბანკმა „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ ერთად, მოსწავლეებს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქიური სასწავლო სივრცე - იდეათეკა შესთავაზა. პროექტი განათლების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა, რათა სკოლის მოსწავლეებს ჰქონოდათ სივრცეები, სადაც მათ ექნებოდათ წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი, სხვადასხვა ინფორმაციაზე ელექსტრონულად წვდომის შესაძლებლობა, ერთობლივად იდეების დამუშავების, პროექტების მომზადების საშუალება. სივრცე, სადაც ცოდნის მიღება სახალისო და სასიამოვნო პროცესია. პანდემიის პირობებში კი პროექტმა ახალი ფუნქცია შეიძინა ახალი მიზნით- დისტანციური სწავლება კიდევ უფრო საინტერესო და ინტერაქციული გაეხადა.


ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 4 საჯარო სკოლაში, მათ შორის ფოთში, დიცში, ხურვალეთსა და თბილისში, მულტიფუნქციური იდეათეკები სრულად აღიჭურვა. მიუხედავად პანდემიისგან გამოწვეული რეალობისა, ახალი სივრცეები დისტანციურ რეჟიმში კიდევ უფრო დაიტვირთა. უსაფრთხოების წესების დაცვით და სკოლების ადმინისტრაციების დახმარებით, იდეათეკები აქტიურ რეჟიმში ფუნქციონირებენ და ერთ სივრცეში აერთიანებენ ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: ონლაინ შეხვედრები მოსწავლეებისთვის საინტერესო სპიკერებთან, ონლაინ ლიტერატურული კითხვის დღე და სხვა. ყოველდღიურად, ონლაინ გაკვეთილებიც სწორედ იდეათეკებიდან ტარდება.


იმ დამატებით შესაძლებლობებზე, რასაც ახალი სასწავლო სივრცე მოსწავლეებისთვის იძლევა, თავად იმ სკოლის დირექტორები საუბრობენ, სადაც იდეათეკები მოეწყო. როგორც სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლის დირექტორი, იზა წიქარიძე გვიამბობს: „იდეათეკა სხვადასხვა შესაძლებლობის, ინტერესისა და ასაკის მოსწავლეებისთვის შეიქმნა. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, გამოიყენოს როგორც ინტერნეტ, ასევე სხვა მატერიალური რესურსები, როგორიცაა წიგნები, ფაზლები და სხვა. ახალი საგანმანათლებლო სივრცის დახმარებით, მოსწავლეებს მნიშვნელოვნად უმარტივდებათ თვითშემეცნებისთვის საჭირო მასალის მოძიებაც, რაც აქამდე გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. იდეათეკა ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი უნარჩვევების გამომუშავებას, როგორიცაა გუნდური მუშაობა, კვლევა, კრიტიკული აზროვნება და სხვა.“


„იდეათეკა გასცდა ბიბლიოთეკის ფუნქციებს და მრავალფეროვანი იდეების დაგეგმვის განხორციელების კერად იქცა,” - დასძენს ქალაქ ფოთის N1 სკოლის დირექტორი, ნონა ჟვანია. „მოსწავლეებს ახლა უკვე თავისუფლად შეუძლიათ მოიძიონ მათთვის საჭირო ინფორმაცია კომპიუტერების დახმარებით, ისარგებლონ პრინტერით და ამობეჭდონ საჭირო მასალები, იმუშაონ პროექტებზე წყვილებში ან ჯგუფებში, წარმოადგინონ პრეზენტაციები, ჩაატარონ სხვადასხვა სახის კონკურსები თუ სამუშაო შეხვედრები. საგრძნობლადაა გაზრდილი მოტივაცია როგორც მოსწავლეების, ასევე პედაგოგების მხრიდან.“



იდეათეკების ფუნქციონირებაზე თბილისის 146-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ირმა ტყებუჩავაც გვესაუბრება და გვიზიარებს, რომ „იდეათეკის ფიზიკურად კომფორტულმა და ფუნქციურად დატვირთულმა გარემომ, მოსწავლეებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსები. განსაკუთრებით კი აბიტურიენტებისათვის, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ მათთვის საჭირო წიგნებით და სხვა მასალებით. ამ პოზიტიურ გარემოში მოსწავლეები უფრო დიდი შემართებით, მეტ დროს და ძალისხმევას უთმობენ სწავლას.”


პანდემიის პირობებში, ცხოვრების მრავალი ასპექტი ასე თუ ისე უჩვეულო გახდა. ბევრ სირთულესთან მოგვიხდა გამკლავება, რისი შესაძლებლობებად ქცევაც და ახალი გზების პოვნა, შეიძლება ითქვას, 2020 წლის მთავარი გამოწვევაა.


გამომდინარე იქედან, რომ იმ სკოლების უმეტესობა, სადაც იდეათეკა განთავსდა, დეკემბრიდან სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა, პერსონალი აქტიურად იყენებს იდეათეკას და მის მრავალფეროვან რესურსებს (კომპიუტერი, პროექტორი, ა.შ.) ონლაინ გაკვეთილების წარსამართად. ის სკოლის მოსწავლეები კი, ვისაც ტექნიკაზე წვდომა არა აქვს, საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვას იდეათეკის დახმარებით ახერხებენ. გარდა ყოველდღიური საგანმანათლებლო პროცესისა, ახალი სივრცის და რესურსების მეშვეობით, მოსწავლეებთან ერთად საახალწლო სასკოლო აქტივობის დაგეგმვაც გახდა შესაძლებელი.


უშუალოდ იმაზე, თუ რა როლი ითამაშა იდეათეკამ პედაგოგების საქმიანობაში და სასწავლო პროცესში, სოფელ დიცის საჯარო სკოლის დირექტორი, იზო ხაბაზიშვილი ამბობს, რომ იდეათეკამ უდიდესი წვლილი შეიტანა როგორც სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაში, ასევე წარმატებული გაკვეთილების ჩატარებაში. „სწორედ ამ სასწავლო სივრცისა და ტექნიკის გამოყენებით, უცხო ენის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო საინტერესო გაკვეთილები ჩაატარონ. აქამდე თუ ტექნიკის გამართვა და მობილიზება გარკვეულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, ახლა მასწავლებლებს ყველა პირობა აქვთ იმისათვის, რომ შემოქმედებითი გაკვეთილები ჩაატარონ. ეს თავისთავად ხელსუწყობს მოსწავლეების მოტივაციის ზრდას და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას. იდეათეკა მასწავლებლებისთვისაც საყვარელ ადგილად დასულიერ საზრდოდ იქცა.“


ახალმა საგანმანათლებლო სივრცეებმა მოსწავლეების განწყობაც შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, იდეათეკას მოსწავლები ყველა წესის დაცვით, აქტიურად იყენებენ. „უდიდეს ბედნიერებას და სიამოვნებას განვიცდი, როდესაც სკოლის საზრუნავით დაღლილი იდეათეკაში შევდივარ და მოსწავლეების საქმიანი ფუსფუსის მომსწრე ვხდები. მაშინ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ თუ მატერიალურ-ტექნიკური რესურსი გაქვს, გეოგრაფიულ მდებარეობას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს; შემეცნება და განვითარება ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება. იდეათეკის არსებობამ უკვე ძალიან ბევრი რამ შეცვალა. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა უფრო თამამად გამოხატონ საკუთარი იდეები და მოსაზრებები, უყურონ საგანმანათლებლო ფილმებს, დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა პროექტები. გაზრდილია გაკვეთილებში ჩართულობაც და ზოგადად თვითშემეცნების ინტერესი. მჯერა რომ, ეს სივრცე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომავალი თაობების მრავალმხრივ განვითარებას და ბევრი ახალი და საინტერესო იდეის სამჭედლოდ გადაიქცევა“,- აღნიშნა იზო ხაბაზიშვილმა.



(R)


თეგები:
იდეათეკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up