იდეათეკა - პროექტი, რომელიც რეგიონებში არაფორმალურ განათლებას უფრო ხელმისაწვდომს ხდის

იდეათეკა - პროექტი, რომელიც რეგიონებში არაფორმალურ განათლებას უფრო ხელმისაწვდომს ხდის

access_time2021-04-29 10:10:52

საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განათლებაა. ბანკი უკვე მეორე წელია ანხორციელებს იდეათეკების პროექტს, რომელიც რეგიონის სკოლებში თანამედროვე და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების მოწყობას და მათ მდგრადობას ისახავს მიზნად.


არაფორმალური განათლებისთვის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი სივრცეები დისტანციურ რეჟიმში ფუნქციურად მნიშვნელოვნად დაიტვირთა. რეგულაციების დაცვით, გახსნის დღიდან, სივრცეები აქტიურ ფუნქციონირებს. როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები, კვლავ აგრძელებენ იდეათეკებში არსებული რესურსების (ინტერნეტის, კომპიუტერების, წიგნების და სხვა შემეცნებითი ხელსაწყოების) გამოყენებას. სკოლის მოსწავლეები იდეათეკებს ხშირად სტუმრობენ და სკოლის შემდეგ თავისუფალ დროსაც იქ ატარებენ. როგორც თამარ ჩხიტაური გვიყვება, რომელიც ხურვალეთის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეა, კლასელები იდეათეკაში დროს სასიამოვნოდ ატარებენ.


„იდეათეკაში მე და ჩემი კლასელები ფაზლებს ვაწყობთ და საგაკვეთილო ფილმებს ვუყურებთ ხოლმე. ბოლოს მოქალაქეობის გაკვეთილზე ექვთიმე თაყაიშვილზე გვაჩვენეს ფილმი. ძალიან საინტერესო იყო და უფრო სახალისოც, ვიდრე წაკითხვით ნასწავლი. ამ სივრცეში გარემოს დაცვას და ადგილობრივ თვითმმართველობას გვასწავლიან. აქ გვიტარდება გაკვეთილები. როცა ონლაინ სწავლებაზე ვიყავით გადასული ზოგიერთი მასწავლებელი იდეათეკებიდან გვერთვებოდა და ასეთი გაკვეთილი კიდევ უფრო საინტერესო იყო“,- გვიყვება თამარი.



არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკი რეგიონში კიდევ 5 ახალი იდეათეკის გახსნას გეგმავს. ესენია: ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა; ამბროლაურის 1 საჯარო სკოლა; ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლა; დუისის საჯარო სკოლა და ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლა. ჩვენ ვკითხეთ პროექტის ერთ ერთი მონაწილე სკოლის, ზემო ნიქოზის სკოლის მოსწავლეს, თუ რაში გამოიყენებს ის იდეათეკას, რომელიც მის სკოლაში წელს გაიხსნება. საბა ლომიძე გვიყვება, რომ კლასელებთან ერთობლივი პროექტების კეთება მოენატრა და ამ სივრცეს აუცილებლად გამოიყენებს ამისთვის.


„მე-4-ე კლასში ბევრი ჯგუფური დავალებები გვქონდა, მაგრამ პანდემიის დროს ინდივიდუალურად დავიწყეთ მუშაობა. მიხარია, რომ იდეათეკებში ისევ შევძლებთ ჯგუფური დავალებების გაკეთებას. ალბათ აქ ძალიან დიდ დროს გავატარებ, რადგან გვექნება ბევრი წიგნები და კომპიუტერები, ფაზლები, გასართობები. ეკრანიც გვექნება და აქ ვუყურებთ ხოლმე ფილმებს. მიხარია, რომ შევძლებ წიგნების გამოტანასაც. ბოლოს ასტრიდ ლინდგრენის „ბულერბიელი ბავშვები“ წავიკითხეთ და ძალიან მომეწონა. ულე ჩემი საყვარელი პერსონაჟია. მინდა, მინდა ასტრიდ ლინდგრენის ბევრი წიგნი წავიკითხო“, - ამბობს საბა, რომელიც მე- 5 კლასის მოსწავლეა.


შესაძლებლობებით სავსე სივრცეებად ქცეული იდეათეკები საქართველოს მასშტაბით მოწყობა გრძელდება, რათა კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს თანამედროვე სტანდარტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, განახლებული ბიბლიოთეკითა და არაფორმალური განათლებისთვის საჭირო ყველა რესურსით.


ინფორმაციისთვის, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური სასწავლო სივრცეების, იდეათეკების პროექტის განხორციელება ერთი წლის წინ საქართველოს ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაიწყო. პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში განათლების ხელშეწყობა და თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდა წარმოადგენს. პროექტის განხორციელებისას ერთერთი მთავარი აქცენტი გაკეთდა საზღვრისპირა სოფლებზე. იდეათეკები საქართველოს მასშტაბით 4 საჯარო სკოლაში, გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლების დიცის და ხურვალეთის, ქალაქ ფოთის #1 და თბილისის 146-ესაჯარო სკოლებში 2020 წელს გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, 2 500-მდე მოსწავლეს უკვე აქვს წვდომა და აქტიურად იყენებს საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციურ სივრცეებს. საქართველოს ბანკი აგრძელებს იდეათეკების შექმნას, რათა მალე უფრო მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს განათლებისთვის საჭირო რესურსებზე წვდომა და შესაბამისად, საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისება.


(R)

თეგები:
იდეათეკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up