ICR რესტორნებსაც ხურავს

ICR რესტორნებსაც ხურავს

access_time2020-11-11 16:30:37

ICR ჯგუფის დამფუძნებელმა საქმის კურსს 'ტაბლას (ქართული სამზარეულო) და პომოდორისიმოს (იტალიური ) შესაძლო დახურვაზე განუცხადა, რასაც პანდემიის კრიზისის გამო წლის ბოლოს აპირებდნენ, მაგრამ უფრო ადრე მოუწევთ.

კახა ხაზარაძემ ბიზნესსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის დეფიციტზე და უპერსპექტივობაზე განაცხადა. პოსტ ლოქდაუნის, ზაფხულის 25%-იანი კლება, სექტემბერში, ლარის დევლვაციის გამო, 40%-მდე გაიზარდა, ოქტომბერში კი უკვე 50% ვარდნაა, რაც ბიზნესაქტივობის შენარჩუნებას ეჭქვეშ აყენებს. გრძელვადიანი გეგმის არარსებობა კი პროგნოზსაც ართულებს.


მრავალპროფილური რითეილ ჯგუფის მმართველი, ბოლო დარტყმაზე ამახვილებს ყურადღებას. 22:00-05:00 სთ წერტილოვან კომენდანტის საათზე, რაც დაატყდა კვების ბიზნესს, რომელიც ტურისტული ნაკადის გაჩერებით, ისედაც ყველაზე მეტად იყო დაზარალებული.


გაუგებარია 10 დან 5 სთ-მდე შეზღუდვა, თითქოს მოსახლეობასთან ერთად covid -იც იძინებს. ჩვენ ლოჯისტიკურ პრობლემებს ვაწყდებით, თანამშრომლების ადრე გაშვება გვიწევს და გადაადგილებაც რთულდება. სავაჭრო ქსელშიც მოგვიწია სამუშაო საათების შემცირება,  განაცხადა მან.



რითეილერს აქსესურების ბრენდის 10 მაღაზიის ბაზრიდან გაყვანა უკვე მოუწია და სხვა ქსელებსაც მიაყოლებს, რადგან ჯანდაცვითი, ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების მართვის არც ხედვა არსებობს და არც გეგმა. რომც შედგეს რაიმე სტრატეგია, უკვე დაგვიანებულიცაა.


ხაზარაძემ განაცხადა, ჯერ კიდევ პანდემიის პირველი დარტყმისას, მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს, კრიზისული გეგმის ერთობლივად შემუშავებაზე, თუმცა კომუნიკაცია არ შედგა.


შეღავათები რაც თავიდან გააჟღერეს არანაირ შეღავათს არ აძლევს ბიზნესს. სოციალუარი დახმარებები გაიცა, მაგრამ არანაირი გეგმა არ დაიდო- განაცხადა ხაზარაძემ. ამ დროისთის კი მისი თქმით, ფასების შეცვლაც კი უჭირთ, რადგან მომხმარებელი ისედაც ცოტაა და კურსის შესაბამისად ფასის კორექტირების შემთხვევაში სულ აღარ ეყოლებათ.


gbc.ge



თეგები:
ICR



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up