იციკ მოშეს მკვლელობის დამკვეთმა 2 წლის წინ დონალდ ტრამპის მრჩევლის მკვლელობაც დაუკვეთა - Washington Post

იციკ მოშეს მკვლელობის დამკვეთმა 2 წლის წინ დონალდ ტრამპის მრჩევლის მკვლელობაც დაუკვეთა - Washington Post

access_time2022-12-02 12:45:32

ამერიკული გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით საქართველოში ბიზნესმენ იციკ მოშეს მკვლელობა ირანის მოქალაქე შაჰრამ პურსაფიმ დაუკვეთა. მასვე უკავშირდება 2020 წელს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის ჯონ ბოლტონის მკვლელობის დაკვეთაც. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

 

„დასავლელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ პურსაფიმ საქართველოში მცხოვრები ბიზნესმენის,  საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტისა და „ისრაელის სახლის“ დამაარსებლის იციკ მოშეს მკვლელობა დაუკვეთა“, - წერს გამოცემა.

 

„ირანს აქვს საზღვარგარეთ მცხოვრებ იმ პირთა სია, რომლებიც მათი რეჟიმისთვის საშიშად მიიჩნევა. თეირანის სამიზნეები არიან: ამერიკელი, კანადელი, ბრიტანელი, თურქი და ევროპელი თანამდებობის პირები, ჟურნალისტები, რომლებიც ირანის რეჟიმს აკრიტიკებენ. ასევე, ებრაელი და ისრაელთან კავშირის მქონე მოქალაქეები.

 

დასავლელი თანამდებობის პირები ვარაუდობენ, რომ პურსაფიმ გასულ წელს საქართველოში მცხოვრები ბიზნესმენის, იციკ მოშეს მკვლელობა სცადა. ის წლებია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად მუშაობს,“ - ნათქვამია სტატიაში.

 


შაჰრამ პურსაფი ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) წევრი და 2 წლის წინ ბოლტონის მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორია. მან სოციალური ქსელის საშუალებით „დაავერბოვკა“ ადამიანი, რომელიც მკვლელობის მოწყობაში ეხმარებოდა. მასვე ევალებოდა ბოლტონის თვალთვალი. პურსაფის არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი ე.წ. „თანაშემწე“ FBI-ის წევრი იყო. ინფორმატორი თვეების განმავლობაში აგროვებდა ინფორმაციას პურსაფისგან ბოლტონის მკვლელობის შესახებ. შაჰრამ პურსაფი ბოლტონის მკვლელობისთვის 300 000 დოლარს იხდიდა.

 

აშშ-ს მთავრობის განცხადებით ბოლტონის მკვლელობით პურსაფის ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე შურისძიება სურდა.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 

 

 


თეგები:
იციკ მოშე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up