იციკ მოშე: სჯობს, ენერგია უკვე შემოსული ინვესტორების მხარდაჭერას მოხმარდეს

იციკ მოშე: სჯობს, ენერგია უკვე შემოსული ინვესტორების მხარდაჭერას მოხმარდეს

access_time2020-11-19 17:00:43

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე მთავრობის ინიცირებულ უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობის ახალ პროგრამას აფასებს.


„ჩვენ ვართ არაორდინალურ პერიოდში და შესაბამისად, არ გვაქვს ფუფუნება, მოვიქცეთ სტანდარტულად. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატას, რომელიც, 25 წელია საქართველო-ისრაელის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს, აქვს რჩევა, რომ ენერგია მოხმარდეს უკვე შემოსული ინვესტორების წინაშე არსებული საკითხების გადაჭრას“ - განმარტავს ბიზნესპარტნიორთან საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი.


როგორც იციკ მოშე აცხადებს, პირველ რიგში, სწორედ არსებული ინვესტორების ინტერესშია დამატებით ინვესტირების განხორციელება და პროექტების დასრულება, რაც ბიძგს მისცემს სხვა, პოტენციურ ინვესტორებსაც.


„მივესალმები ეკონომიკის მინისტრის ინიციატივას - ამასთან, ორმხრივ ბიზნეს პალატებს ბევრი რეალური გამოსავალი და წინადადება აქვთ და მივაწვდით მთავრობას. გამოვდივარ ინიციატივით შეიქმნას სამთავრობო კომისია პრემიერის და ბიზნეს და სავაჭრო პალატების მონაწილეობით,“ - აცხადებს იციკ მოშე.



შეგახსენებთ, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათამ თურნავამ განაცხადა, რომ ახალი პროგრამა, რომელიც დაემატება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამათა რიგს, უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი მექანიზმი იქნება.


ახალი პროგრამის განხორციელება მთავრობამ დღეს დაანონსა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი მექანიზმი დაემატება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამათა რიგს, უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი მექანიზმი იქნება.


„უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - 1 მლნ ლარის გრანტი. მიზანი იქნება ადგილობრივი დასაქმებული კადრების მომზადება-გადამზადება, რადგან უცხოელი ინვესტორები კვალიფიციური კადრების არარსებობას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებენ, - განაცხადა ნათი თურნავამ.


პროგრამა განხორციელდება კონკრეტულ მიმართულებებზე - ​ელექტრონიკა, ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება, სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოება, მანქანათმშენებლობა, მანქანებისა და მოწყობილობების, მანქანა-დანადგარებისა და მათი ნაწილების წარმოება, ლოგისტიკა და სასაწყობო მეურნეობა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება და ა.შ.


business-partner.ge



თეგები:
იციკ მოშე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up