იციკ მოშე ისრაელისა და საქართველოს მთავრობებს უვიზო მიმოსვლის დროებით შეწყვეტას ურჩევს

იციკ მოშე ისრაელისა და საქართველოს მთავრობებს უვიზო მიმოსვლის დროებით შეწყვეტას ურჩევს

access_time2017-02-24 14:20:59

ტურისტულმა კომპანიებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ ტურიზმზე, რაც შეეხება სამუშაო ვიზებს, ისრაელს სჭირდება პროექტებზე სამუშაოდ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ამისათვის საჭიროა, ისრაელმა განსაზღვროს სამუშაო კვოტა საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ისრაელის სახლის" დამფუძნებელმა იციკ მოშემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ქართველი ტურისტების ისრაელის საზღვრიდან უკან გამობრუნების გახშირებულ შემთხვევებს.

 

იციკ მოშეს განმარტებით, სამომავლოდ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად „ისრაელის სახლი" აპირებს, მომავალ კვირას საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს ინიციატივით მიმართოს, რომლის მიხედვითაც, 100 დღის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა შეწყდება და სპეციალური კომისია იმუშავებს პრობლემის მოგვარებაზე.

 

მისი განმარტებით, პირველ რიგში, უნდა გაიყოს ტურიზმი და სამუშაო.

 


„გაუგებრობა და მედიის კითხვები - რატომ აჩერებენ ქართველ ტურისტებს ისრაელის აეროპორტში? უნდა დასრულდეს. მე არ მინდა ორ ქვეყანას შორის კარგი წარსული ამ ფრაზელოგიამ დააზიანოს. გვჯერა, რომ ინიციატივებს, რომელსაც მომავალ კვირას დავაყენებთ, ექნება შედეგი. ორივე ქვეყნის მთავრობას უნდა მივმართოთ, პირველ ეტაპზე, დროებით, 100 დღით შეწყვიტონ უვიზო მიმოსვლა საქართელო-ისრაელს შორის. ამ 100 დღეში უნდა შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც იმუშავებს საკითხების მოგვარებაზე. ისრაელის სახელმწიფომ უნდა გამოყოს სამუშაო კვოტა საქართველოდან ჩასული მოქალაქეებისთვის. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურისტულმა კომპანიებმა არ ივაჭრონ ადამიანებით და არ მოიტყუონ. ტურისტულმა კომპანიებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ ტურიზმზე", - განაცხადა იციკ მოშემ.

 

მისივე განმარტებით, თუ იქნება ორივე მხრიდან სურვილი, 100 დღეში ეს საკითხი მოგვარდება.

 

 

ipn.ge



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up