ICC „ოქროს სიის“ გაუქმებაზე-ამ ცვლილებებით მთავრობა მიზანმიმართულად ცდილობს ივნისისა და ივლისის თვეში ბიუჯეტი შეავსოს, რაც არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება

ICC „ოქროს სიის“ გაუქმებაზე-ამ ცვლილებებით მთავრობა მიზანმიმართულად ცდილობს ივნისისა და ივლისის თვეში ბიუჯეტი შეავსოს, რაც არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება

access_time2019-06-07 10:55:30

საერთაშორისო სავაჭრო პალატა  ე.წ. ოქროს სიის გაუქმებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ: 31 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ცვლილება დააკანონა, რომლის თანახმადაც ე.წ. ოქროს სია გაუქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახადის გადასახდელად ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღე ექნება.


კანონი, რომელიც გასაიდუმლოებული იყო ძალაში შედის 12 ივნისიდან.ამ კანონის დაწესება და იმპორტიორებისთვის მხოლოდ 12 დღის მიცემა, რათა ფეხი აუწყონ და გაითვალისწინონ ახალი პირობები, კომპანიებში წარმოქმნის მძიმე ფინანსურ დაბრკოლებებს და პრობლემებს.


საერთაშორისო სავაჭრო პალატამ ფაქტებზე დაყრდნობით იცის, რომ ბევრი „ოქროს სიაში“ შემავალი კომპანია ვერ შეძლებს საჭირო ფინანსების მოძიებას და ხარჯების დაფარვას 5 დღის განმავლობაში, რაც თავისთავად შეანელებს ან საერთოდაც შეაჩერებს მათ ოპერაციებს.


ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ ამ ცვლილებებით მთავრობა მიზანმიმართულად ცდილობს ივნისისა და ივლისის თვეში ბიუჯეტი შეავსოს, რაც არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება და ერთჯერადი გამოსავალი პრობლემის მიმართ, რომელიც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ბიზნეს კლიმატს და მნიშვნელოვნად დააზარალებს ოქროს სიაში მყოფ ბიზნესებს;



თავიანთი არაპროფესიონალიზმის გასამართლებლად გამოყენებული კომუნისტური არგუმენტი ფინანსთა მინისტრის მიერ თითქოს აცხადებს რომ კომპანიებს ამ ცვლილებებით პირობები გაუთანაბრდებათ, რაც იმას ნიშნავს რომ თუ ყველას ვერ ვამდიდრებთ, მაშინ ყველა გავაკოტროთ! ამ გადაწყვეტილებით მთავრობა მოიქცა როგორც ნარკომანი შვილი, რომელიც კლავს მშობლებს, ფულის ასაღებად, რათა შეიძინოს ნარკოტიკების ერთი დოზა“ - განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ბ-ნმა ფადი ასლიმ.


საერთაშორისო სავაჭრო პალატა მოუწოდებს მთავრობას დაუყონებლივ გააუქმოს მიღებული ცვლილება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყანაში ბიზნეს კლიმატის დაზარალება.


საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას“-ნათქვამია განცხადებაში. 


„კომერსანტი“




სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან
access_time2021-02-27 15:00:07
UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ. გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines,...

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა - რა ღირს რეგიონებში მგზავრობა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა - რა ღირს რეგიონებში მგზავრობა
access_time2021-02-27 13:00:48
თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა მიმართულებების დიდ ნაწილზე გაზრდილი ტარიფებით. დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე...

საქართველოს პირველი ნაბიჯები დიდ საიახტო ინდუსტრიაში

საქართველოს პირველი ნაბიჯები დიდ საიახტო ინდუსტრიაში
access_time2021-02-27 18:00:39
მსოფლიოს დიდ საიახტო ინდუსტრიაში საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს. ამ მოსაზრებას მნიშვნელოვნად ამყარებს ფაქტი, რომ ყველაზე მწვავე პანდემიური კრიზისის და მძიმე ლოქდაუნის დროს საქართველოში 10 იახტა გაიყიდა. წამყვანი საიახტო კომპნია „აზიმუტ ბენეტი“ საქართველოში 2017 წლიდანაა წარმოდგენილი, თუმცა გაყიდვების ასეთი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა. „გადავდგით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ათ ნაბიჯს უდრის, რადგან ჩვენს მოცემულობაში ეს შედეგი...

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა
access_time2021-02-27 11:15:31
პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB“ დონეზე დატოვა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.   უწყების ცნობით, პერსპექტივის გაუარესების მიუხედავად, (რომელიც უპირატესად ტურიზმის გლობალური აღდგენის შესახებ სააგენტოს შეფასებას უკავშირდება) რეიტინგის შენარჩუნება...

მოსალოდნელი იყო ეკონომიკური ვარდნა, თუმცა ორნიშნა ციფრი ნამდვილად არა - PMC

მოსალოდნელი იყო ეკონომიკური ვარდნა, თუმცა ორნიშნა ციფრი ნამდვილად არა - PMC
access_time2021-02-27 10:00:28
ეკონომისტები 2021 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდის ვარდნას ელოდნენ, თუმცა არა 11.5%-იანს. ეს მაჩვენებელი ექსპერტებს გასულ წელს, კორონა ვირსის პანდემიის დასაწყისს ახსენებს, როდესაც ეკონომიკური ვარდნა 16%-საც კი გაუტოლდა.   PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გოგა ხიშტოვანი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი ხელისუფლებისთვის სწორი პოლიტიკის გატარების მანიშნებელი უნდა იყოს.   „2020-ის იანვარი ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე...


მსგავსი სიახლეები

up