ICC-Georgia - სასტუმროებმა თავად უნდა გადაწყვიტონ 6 თვის საბანკო პროცენტის სუბსიდირება სურთ თუ 3 თვის კომუნალური გადასახადების დაფარვა

ICC-Georgia - სასტუმროებმა თავად უნდა გადაწყვიტონ 6 თვის საბანკო პროცენტის სუბსიდირება სურთ თუ 3 თვის კომუნალური გადასახადების დაფარვა

access_time2020-03-17 12:35:20

კოვიდ-19 (COVID-19) პანდემია სერიოზულ გავლენას მოახდენს ზოგადად საქართველოს ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ეს ტურიზმის სექტორს შეეხება. ICC-Georgia მიესალმება მთავრობის დროულ, პროფესიონალურ და ეფექტიან მუშაობას როგორც კოვიდ-19 გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ასევე დეტალურად შემუშავებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის წარდგენას, რათა დაეხმაროს პანდემიისგან გამოწვეული მიზეზებით დაზარალებულ ბიზნესს რთული პერიოდის გადალახვაში.


სტიმულირების გეგმის ერთ-ერთი კომპონენტია მთავრობის მიერ დაახლოებით 2000 სასტუმროს ექვსი თვის საბანკო პროცენტის სუბსიდირება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველა სასტუმრო თანაბრად განიცდის ეკონომიკურ ვარდნას, ზოგიერთ სასტუმროს არ გააჩნია საბანკო ვალდებულებები, რაც ცალსახად გულისხმობს იმას, რომ ეს კონკრეტული ბენეფიტები ამ სასტუმროებს არ შეეხება.


იმისათვის რომ ყველა თანაბარი პირობებით სარგებლობდეს, ICC-Georgia თვლის, რომ სასტუმროებს უნდა მიეცეთ არჩევანის უფლება თავად გადაწყვიტონ მთავრობის მიერ 6 თვის საბანკო პროცენტის სუბსიდირება სურთ თუ სამი თვის კომუნალური გადასახადების დაფარვა.



მთავრობის მხრიდან ეს ნაბიჯი იქნებოდა თანაბარი საბრძოლო პირობების შექმნა საქართველოში ოპერირებადი ყველა სასტუმროსთვის. მთავრობას შეუძლია მარტივად დააკომპენსიროს კომუნალური გადასახადები, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწორებელი კომპანიებისთვის ამ თანხის საგადასახადო ვალდებულებებიდან გაქვითვით.


საერთაშორისო სავაჭრო პალატა იმედს იტოვებს, რომ საქართველოს მთავრობა დათანხმდება ამ შეთავაზებას, რომელიც ერთნაირად დაეხმარება ყველას სასტუმროს. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის ყველაზე დიდი და ყველაზე ვოკალური გლობალური ბიზნეს ორგანიზაცია ქვეყანაში; იგი მოიცავს 350 კორპორატიულ და ახალგაზრდულ წევრებს და 28 ბიზნეს ასოციაციას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს 6.5 მილიონზე მეტ ბიზნესსა და სავაჭრო პალატას. ICC გლობალურ დონეზე რეგულარულად თანამშრომლობს ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და გაერო.


თეგები:
ICC-Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up