ICAO საქართველოს საავიაციო სფეროში უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის ზრდას მიესალმება

ICAO საქართველოს საავიაციო სფეროში უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის ზრდას მიესალმება

access_time2017-05-26 14:49:39

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს საავიაციო სფეროში უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმება, - ამის შესახებ ოლუმუივა ბენარდ ალიუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან  შეხვედრისას განაცხადა.

 

 

ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახეზეა ხარისხობრივი ცვლილებები, საავიაციო უსაფრთხოებისა და მომსახურების დონის მიმართულებით.

 


ოლუმუივა ბენარდ ალიუ, რომელსაც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები საავიაციო სფეროს წარმომადგენლებთან, დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებით პროგრესი გაგრძელდება.

 


პრემიერ-მინისტრმა და ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოსა და ICAO-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

 



გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

 

 

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შესახებ ისაუბრა, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის მასშტაბით შიდა აეროპორტების განვითარება. გიორგი კვირიკაშვილმა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში ოთხმა ახალმა აეროპორტმა დაიწყო ფუნქციონირება და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

 

 

საუბრისას, ასევე ხაზი გაესვა სატრანსპორტო კავშირების განვითარების მნიშვნელობას ტურიზმის კუთხითაც.

 


შეხვედრას ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ბიუროს რეგიონული დირექტორი ლუიშ ფონსეკა დი ალმეიდა, ხოლო საქართველოს მხრიდან -ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია და საქართველოს ელჩი კანადასა და მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში კონსტანტინე ქავთარაძე დაესწრნენ.

 

 

 

 

 



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up