ICAO ​საავიაციო ხელისუფლებებს ჯანმრთელობის რისკების შესამცირებლად კომპლექსური ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს

ICAO ​საავიაციო ხელისუფლებებს ჯანმრთელობის რისკების შესამცირებლად კომპლექსური ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს

access_time2020-06-09 19:05:43

დღეს ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა ონლაინ შეხვედრა (EURNAT-DGCA Meeting) გაიმართა.

 

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პარიზის ბიუროს ეგიდით გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საჰაერო ტრანსპორტში დასაქმებულთა და მგზავრთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემუშავებული საერთაშორისო გაიდლაინები, ასევე, ავიაციაზე COVID 19-ის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად გასატარებელი ერთობლივი ღონისძიებები განიხილეს.

 

ინფორმაციას ავიაციის სააგენტო ავრეცელებს.

 


სხდომაზე, რომელშიც 41 სახელმწიფოს ასზე მეტი დელეგატი იღებდა მონაწილეობას, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრის თავმჯდომარის მოადგილის რანგში სიტყვით წარსდგა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ICAO-ს გენერალურმა მდივანმა დოქტორ ფანგ ლიუმ და პარიზის ბიუროს რეგიონალურმა დირექტორმა სილვია გერერმა.

 

თავის გამოსვლაში ლევან კარანაძემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ჰარმონიზებული და ერთგვაროვანი მოთხოვნების დანერგვის მნიშვნელობას საჰაერო მიმოსვლის ოპერატიულ რეჟიმში აღდგენის მიზნით, ასევე პერსონალის სათანადო მომზადებას და კოორდინაციის გაუმჯობესებას რეგიონალურ დონეზე. „ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ თავიდან ავიცილოთ განსხვავებული პროცედურები და არაკოორდინირებული ზომები, რადგან ეს იქნება არაეფექტური და კიდევ უფრო შეაფერხებს საჰაერო მიმოსვლის აღდგენას“- განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.

 

შეხვედრაზე, ევროპის რეგიონის სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ICAO-მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო მასალებს, რომლებიც ეხება კომერციული ოპერირების, სატვირთო გადაზიდვების, ჰუმანიტარული და რეპატრიაციული ფრენების ხელშეწყობას და ჯანმრთელობის რისკების შემცირების კომპლექსურ ღონისძიებებს. საავიაციო ხელისუფლებებს ეთხოვა აღნიშნული რეკომენდაციების ეროვნულ დონეზე დანერგვა და ICAO-სთან კოორდინირება.

 

საქართველომ, კერძოდ ჯანდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან თანამშრომლობით უკვე შეიმუშავა პროტოკოლები აეროპორტებისა და ავიაკომპანიებისთვის, რომელშიც გათვალისწინებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) სახელმძღვანელო მასალების ძირითადი მოთხოვნები.


თეგები:
ICAO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up