IBM-ის დირექტორი: უმაღლესი განათლება ფასს კარგავს

IBM-ის დირექტორი: უმაღლესი განათლება ფასს კარგავს

access_time2019-01-31 20:00:55


უმაღლესი განათლება კარგავს ფასს და ახალი უნარ-ჩვევების სწრაფი ათვისებისთვის პირველ პლანზე გამოდის მოკლე სასწავლო პროგრამები. განათლების ასეთმა მოდელმა შექმნა სპეციალისტების განსაკუთრებული კატეგორია, რომელიც ადრე არ არსებობდა - IBM-ის გენერალური დირექტორი ჯინი რომეტი მათ „ახალ საყელურებს“ უწოდებს - „თეთრი“ და „ცისფერი“ საყელურების საპირისპიროდ.


რომეტის აზრით, ამ კატეგორიაში ძირითადად შედიან სპეციალისტები, რომლებიც ფლობენ განვითარებულ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს, რაც ძალიან ფასეულია ციფრული ეკონომიკისთვის.


მათ შორის უმრავლესობა არ იღებს ფორმალურ უმაღლეს განათლებას, არ ფლობს არანაირ დიპლომს, თუმცა მოთხოვნა მათზე ყოველწლიურად იზრდება.


„ტექნოლოგიები ცვლიან სამყაროს ისე სწრაფად, რომ აზრი არ აქვს უნივერსიტეტში სწავლაზე დროის ხარჯვას,“ - აღნიშნავს ამერიკული კორპორაციის ხელმძღვანელი,


სპეციალურად „ახალი საყელურებისთვის“ IBM-მა რამდენიმე წლის წინ ინოვაციური სასწავლო პროგრამების და სტაჟირების კურსები შექმნა, ერთგვარი საფირმო პროფტექსასწავლებლები. სწავლება იქ 6 წელი გრძელდება, თუმცა პარალელურად სტუდენტები სრულფასოვნად მუშაობენ კორპორაციის საწარმოებში.



ამ დროისთვის IBM-მა 13 ქვეყანაში 100-ზე მეტი ასეთი სასწავლებელი უკვე გახსნა, თანაც პროგრამასთან თანამშრომლობს კიდევ 500 კომპანია.


რომეტი მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა უნდა გაიზიაროს ყველა კერძო კომპანიამ, მით უმეტეს მსხვილმა, და მით უმეტეს თუ ეხება ტრანსნაციონალური კორპორაციებს.


„თუ თქვენ არ ჩადებთ ფულს განათლებაში დღესვე, მაშინ ხვალ თქვენ გექნებათ კვალიფიციური კადრების პრობლემა. თქვენ გაგიჭირდებათ მაღალი კლასის სპეციალისტების მოძიება იმიტომ, რომ კადრების დიდი ნაწილი უკვე ვერ უპასუხებს იმ დროისთვის არსებულ მოთხოვნებს და სტანდარტებს,“ - თვლის ჯინი რომეტი.


„საზოგადოების ნაწილი უკვე ხვდება, რომ ჩვენ არ გველის არაფერი კარგი,“ - დაასრულა რომეტიმ თავისი გამოსვლა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.


ტრადიციული უმაღლესი განათლების მოძველების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება ასევე ფრილანსერების ბირჟა Upwork-ის დირექტორმა სტეფამ კესრიელმა.


„5 წლის მანძილზე უნარ-ჩვევები გადიან თავისი სიცოცხლის ციკლის ნახევარს. გამოდის, რომ სანამ თქვენ 5 წელი სწავლობთ უნივერსიტეტში, თქვენს მიერ მიღებული განათლების და უნარ-ჩვევების ღირებულება შემცირდება 50%-ით,“ - განაცხადა მან.


vogazeta.ru



თეგები:
IBM



საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-29 13:15:14
საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში მოგზაურობდა და კონტაქტი აქვს პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. სამივე პაციენტის კლინიკური მდოგმარეობა დამაკმაყოფილებელია.   მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა...

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური
access_time2020-02-29 15:00:11
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, სკოლებში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1,277 მანდატური განაწილებულია 486 სკოლაში,...

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
access_time2020-02-29 16:00:47
ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ფარგლებში ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი - იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს 2 მარტის სხდომაზე წარედგინება.   „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ახალი დაცული ტერიტორიის ფართობი 11 385 ჰექტარი იქნება. როგორც კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - აღნიშნავს, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული...

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი
access_time2020-02-29 14:30:25
ლუდი “კორონა” არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამავე სახელწოდების ვირუსმა, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს და საყოველთაო ისტერიის საგანია, ბრენდის მიმართ გაურკვევლობა გააჩინა. ჩვენ უკვე გიამბეთ, როგორ ეძებდნენ საძიებო სისტემებში “ლუდის ვირუსს” – რატომღაც, ბევრმა შეცდომით მიიჩნია, რომ კორონავირუსით დაავადების მიზეზები სწორედ ლუდშია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მდგომარეობა ბევრად შეიცვალა და გლობალური...

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...


მსგავსი სიახლეები

up