„იბერია ბიზნეს ჯგუფი“ „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

„იბერია ბიზნეს ჯგუფი“ „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

access_time2019-05-23 11:37:23

საავტომობილო ჰოლდინგი „იბერია ბიზნეს ჯგუფი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ მოვლენებს ეხმაურება და კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მხარდაჭერას უცხადებს.


„საავტომობილო ჰოლდინგ „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ სახელით, გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში დაწყებულ კამპანიას, რომელიც უკავშირდება აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე მომხდარ მოვლენებს.


პირველ რიგში, გვსურს, განვაცხადოთ, რომ „იბერია ბიზნეს ჯგუფისთვის“ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისტორიული მემკვიდრეობისა და კულტურული ძეგლების დაცვა, მოვლა და პატრონობა. კომპანია ყოველთვის მზად არის, ხმა აიმაღლოს ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, თუ ეს დაკავშირებული იქნება რაიმე სახით ჩვენი ისტორიული ძეგლების ხელყოფასთან. ამავდროულად მეტად მნიშვნელოვანია, არ მოხდეს საქართველოში მოქმედი, წარმატებული უცხოური კომპანიების უსამართლოდ დისკრედიტება.


„სოკარ ენერჯი ჯორჯია“ 10 წელზე მეტია, საქართველოს ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს. ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, კომპანია მუდმივად ქმნის ორ მეგობარ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითს და ნერგავს წარმოების მაღალ სტანდარტს.



კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური აქტივობით, ჩართულია მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაში და მუდმივად მხარს უჭერს ქართულ სპორტს, კულტურულ ღონისძიებებსა და და სხვა, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს.


„სოკარი“ მუდმივად ისწრაფვის, რომ ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა განვითარების მაღალ საფეხურზე ავიდეს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედმა კერძო სექტორმა ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ რაიმე სახის პროვოკაციული ქმედება. მით უმეტესს, როდესაც საზღვარზე არსებული გაუგებრობა სწრაფადვე გადაწყდა და ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობას არაფერი ემუქრება.


ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ აზერბაიჯან-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა მეტად გაღრმავდება“, - ნათქვამია განცხადებაში.


(NS)





მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up