ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „იბერმითი“   „ქართული ხორცის კომპანიამ“  შეიძინა

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „იბერმითი“ „ქართული ხორცის კომპანიამ“ შეიძინა

access_time2020-05-28 10:50:23

ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია „იბერმითს“   ახალი მფლობელი ჰყავს. საუბარია, „ქართული ხორცის კომპანიაზე“. როგორც ცნობილია, კომპანიას ფინანსური პრობლემები 2016  წელს შეექმნა, რის გამოც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „იბერმით ჰოლდინგის“ ქონება აუქციონზეც გაიტანა. თუმცა, შემდეგ აუქციონი იმ პირობით გაუქმდა, რომ კომპანია დაგროვილი ვალების ეტაპობრივად გადახდას შეძლებდა. საბოლოოდ, ნატახტრის ქარხანა ბანკების ხელში აღმოჩნდა. გასული წლის ნოემბერში კი ობიექტი „ქართული ხორცის კომპანიამ“ შეიძინა.


როგორც კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა ირაკლი ადეიშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა, ამჟამად კომპანია ახალ მფლობელთან ერთად ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადება. „ჩვენ მალე სხვა პროექტს დავიწყებთ, რომელსაც უახლოეს მომავალში გავაჟღერებთ. ახლა არსებული საწარმოების გადაკეთების პროცესში ვართ და დაახლოებით 2 კვირაში სრული სურათი გვექნება,“ - აღნიშნა ირაკლი ადეიშვილმა.


„ქართული ხორცის კომპანიამ“ მიტოვებული ქარხნის შეძენის შემდგომ რეორგანიზაციაში, ახალი ფერმების აშენებასა და საკომუნიკაციო არხების მოწესრიგებაში მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. როგორც კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ქურდაძე განმარტავს,  ხორცის მწარმოებელი კომპანიის შემდეგი მიზანი 100 პროცენტით ნატურალური პროდუქტის მიწოდებაა.შესაბამისად, ახალი მენჯმენტი არა მხოლოდ წარმოებაში, არამედ საქონლის გაზრდასა და გაჯანსაღებაში ჩაერთვება.



„ქარხანა, რომელიც ახლა ჩვენს მფლობელობაშია, წინა წლის ნოემბრის თვეში ბანკებისგან შევისყიდეთ. წარმოების პროცესი პანდემიის დროსაც კი არ შეჩერებულა, რადგან მოთხოვნა დიდი იყო. სამი თუ  ოთხი წელი საწარმო მიტოვებული იყო, მის აღსადგენად მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა - დავამატეთ ფერმა, რეორგანიზაცია დასჭირდა თითქმის ყველაფერს. სამომავლოდ კი ფერმერული მეურნეობის გაძლიერებას ვაპირებთ. მსხვილფეხა საქონელი, რომელსაც შევიძენთ, ნატურალური ქართული პროდუქტით გაიზრდება და ხორციც ნატურალური მიეწოდება მომხმარებელს.მთლიან ციკლზე პასუხისმგებელი ჩვენ ვიქნებით. ქარხნის შეძენისთანავე მოვიპოვეთ ყველა სახის სერთიფიკატი, შეგვიძლია ექსპორტზე გასვლაც, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვჩქარობთ.ხაზგასასმელია ისიც, რომ ჩვენს გეგმებზე პანდემიამაც იმოქმედა. ამჟამად „აგროჰაბთან“ ვთანამშრომლობთ, თუმცა, მოლაპარაკებები „კარფურთანაც“ თითქმის დასრულებულია,“-განმარტავს ალექსანდრე ქურდაძე.


ხორცის კომპანია  „იბერმითი ბაზარზე 2010 წლიდან გააქტიურდა, მაშინ საქონლის დაკვლაზე სპეციალური რეგულაციები ამოქმედდა, რომლის მიხედვით, საქონლის დაკვლა მხოლოდ სასაკლაოზე იყო ნებადართული.კომპანიამ ხორცის მაღაზიათა ქსელი „იბერულაც გახსნა. ბაზრის სხვა მოთამაშეების მხრიდან მაშინ „იბერმითი ხორცის ბიზნესის მონოპოლისტად იყო მიჩნეული, რადგანაც კომპანიის მიერ ოპერირების დაწყებას მალევე მოყვა სხვა სასაკლაოების დახურვა.2013 წლიდან დაკვლაზე შესუსტებული კონტროლის გამო კი, კავკასიაში უმსხვილესი სასაკლაოს და სავაჭრო ქსელ იბერმითს პრობლემები შეექმნა და დაიხურა.

 

მარიამ მორგოშია


თეგები:
იბერმითი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up