იატაკქვეშეთში გადანაცვლების საფრთხე - რა რისკებს შეიცავს ახალი რეგულაციები?

იატაკქვეშეთში გადანაცვლების საფრთხე - რა რისკებს შეიცავს ახალი რეგულაციები?

access_time2021-11-29 16:20:52

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონლაინ თამაშებისთვის რეგულირების გამკაცრების შესახებ კიდევ ერთხელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კანონპროექტის თანახმად, საგადასახადო ტვირთის მოცულობა 65-70 პროცენტით იზრდება, ასაკობრივი ზღვარი 25 წელი ხდება, იკრძალება სატელევიზიო და ონლაინ რეკლამა, სოციალურად დაუცველებს და საჯარო სამსახურში დასაქმებულებს თამაში აეკრძალებათ. შეზღუდვა 1 მლნ სრულწლოვან მოქალაქეზე გავრცელდება. მთავრობის მეთაური ცვლილებებს მძიმე სოციალური ფონით ხსნის. სკეპტიკოსების აზრით კი რეგულაციების შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანი სამუშაო ადგილს და ბიუჯეტი ათობით მლნ ლარს დაკარგავს, პრობლემა კი რეალურად არ მოგვარდება და თამაშები იატაკქვეშეთში, თანხის ამოღების უფრო სასტიკი მეთოდებით გადაინაცვლებს.

 


ონლაინ კაზინოში დასარეგისტრირებლად პირადი ნომერი აუცილებელია, თუმცა, კრიპტობირჟებისგან განსხვავებით, პირადობით ხელში სელფის გადაღება აუცილებელი არ არის, რაც 12-13 წლის ბავშვებს მშობლის პირადობის მოწმობით დარეგისტრირების საშუალებას აძლევს. თუ სელფით იდენტიფიცირება სავალდებულო გახდა, მათ შორის უკვე რეგისტრირებული მოქალაქეებისთვისაც, ეს რეგულაცია უფრო მეტად იმუშავებს, მაგრამ ერთი ხვრელი მაინც რჩება - სისტემაში სხვისი ანგარიშით შესვლა.

 


ყველა ბიზნესი მოგებაზეა ორიენტირებული და როცა მათ გადასახადი ეზრდებათ, ის თავის პროდუქციასა თუ მომსახურებას აძვირებს. ასე მოხდა სიგარეტზე, ასე მოხდა საწვავზე. იმ შემთხვევაში, თუ კაზინოებს მოსაკრებელი გაეზარდათ და მომხმარებელთა რაოდენობის შემცირების ხარჯზე შემოსავალი შეუმცირდათ, მაღალი ალბათობით გასაცემი მოგების კოეფიციენტიც შემცირდება და სისტემაში დარჩენილი ადამიანებიდან თანხებს კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაკარგავს.

 


რეკლამის შეზღუდვა პრობლემა უფრო ტელევიზიებისა და საინფორმაციო ვებგვერდებისთვის იქნება, ვიდრე უშუალოდ კაზინოებისთვის, მედიასაშუალებები მილიონობით ლარის შემოსავალს დაკარგავენ და ამდენივე თანხა კაზინოებსაც დაეზოგებათ. აკრძალვის გარეშე კაზინო რეკლამას ინდივიდუალურად ვერ შეიზღუდავდა, რადგან ამ შემთხვევაში რეკლამას კონკურენტი გააკეთებდა და თავად მეტად დაზარალდებოდა, აკრძალვით კი ყველა ერთ სივრცეში აღმოჩნდება.


 


2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა (დადებული ფსონების ჯამი) 2019 წელთან შედარებით 24%-ით 32 მლრდ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგებამ კი 363 მლნ ლარი შეადგინა. იმავე წელს კაზინოებმა ბიუჯეტში ჯამში 350 მლნ ლარი გადასახადი შეიტანეს. 66 მლნ-ით ნაკლები ვიდრე 2019 წელს. 2020 წელს თითმის მთელი 10 თვე კაზინოები ფიზიკური სახით დაკეტილი იყო და მხოლოდ ონლაინ ფუნქციონირებდნენ, რის გამოც სათამაშო აპარატებიდან მიღებული მოსაკრებელი შემცირდა.

 


ფაქტს, რომ თამაშდამოკიდებულებას არაერთი ადამიანის ცხოვრება დაუნგრევია, არავინ უარყოფს. ლუდომანებს ოჯახიდან გააქვთ ნივთები, ყიდიან სახლებს და არც თუ ისე იშვიათად სიცოცხლეს თვითმკვლელობითაც ასრულებენ, მაგრამ რამდენად უშველის ამ მძიმე პრობლემას აკრძალვა ამაზე კონსენსუსი არ არსებობს. ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარა, მარიხუანას გარდა კრიმინალიზებულია, დასჯადია თავად მარიხუანას კულტივაცია და გასაღებაც. 0.1 გრამზე ნაკლებ ნარკოტიკულ საშუალებაზე მისი მფლობელი შესაძლოა სიცოცხლის ბოლომდე გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს, მკაცრმა მიდგომამ ნარკომანია ვერ აღმოფხვრა.

 


1920-1933 წლებში შეერთებულ შტატებში „მშრალი კანონი“ მოქმედებდა. ამ პერიოდში ალკოჰოლის მოხმარება არ შემცირებულა. პოლიციის სისტემატური რეიდების მიუხედავად არალეგალური ბარები ფუნქციონირებას განაგრძობდნენ, ხშირად პოლიცია ქრთამის სანაცვლოდაც ჩუმდებოდა. არალეგალურ ბარებში სისხლიანი საქმის გარჩევები ხშირად მკვლელობით სრულდებოდა. კონტრაბანდისტები კონტრაბანდული ტვირთის მოცულობის შემცირების მიზნით მაღალგრადუსიან სასმელზე გადაერთვნენ, რაც თავის მხრივ ალკოჰოლურ თრობას კიდევ უფრო ზრდიდა. „მშრალმა კანონმა“ არც საბჭოთა კავშირში იმუშავა. ის 1985 წელს მიიღეს, ბევრი ადამიანი სიმთვრალის გამო დააკავეს კიდეც, მაგრამ მოხმარება ვერც პოლიციურმა რეჟიმმა შეამცირა.

 


საბჭოთა კავშირის 70 წლიანი არსებობის პირობებში ორგანიზებული აზარტული თამაშები მთლიანად იყო აკრძალული, მაგრამ მსურველები ბანქოსა და კამათელს მაინც თამაშობდნენ. საფრთხე იმის, რომ ახლაც თამაშები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს, რეალურია. აზარტული თამაშების სექტორი ჯამში 11 000 ადამიანს ასაქმებს, მათმა ნაწილმა შესაძლოა სამსახური დაკარგოს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up