საჰაერო მიმოსვლა 2019 წლის დონეს 2024 წლამდე არ დაუბრუნდება. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში (IATA) განაცხადეს.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, მიუხედავად მცირედი ზრდისა, ივნისში საჰაერო მიმოსვლა საოცრად სუსტი იყო, ხოლო მგზავრთა რაოდენობა კი ისტორიულ მინიმუმზეა.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ საქმიანი მოგზაურობის დონე არასდროს დაბრუნდება Covid-19-მდე არსებულ დონეს, ხოლო მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ტვირთების გადაზიდვამ საქმიანი მოგზაურობა შეიცვლება ჩაანაცვლოს, როგორც შემოსავლების ძირითადი წყარო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge