დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph.
2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს რუსეთის საჰაერო სივრცის გვერდის ავლის გამო.
„ჩვენ უნდა ვეცადოთ ხელახლა გავხსნათ რუსეთის საჰაერო სივრცე, რათა ის ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ავიაკომპანიისთვის ციმბირზე ტრადიციული ფრენებით, რათა ევროპამ შეძლოს აზიასთან მიღწევა ყველაზე ეფექტური გზით“, - აღნიშნა მან.
უოლშმა დასძინა, რომ რუსეთისა და უკრაინის საჰაერო სივრცეებზე ფრენების აკრძალვამ ევროპის ცაზე საჰაერო ხომალდების გადატვირთულობა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, IATA-ს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცის გახსნა არ უნდა მოხდეს, სანამ უკრაინაში რუსეთის ომი გრძელდება.