ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, წელს საავიაციო სექტორი $84 მილიარდით იზარალებს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) პროგნოზის თანახმად, „ეს იქნება ავიაციის ისტორიაში ყველაზე ცუდი წელი“.
ასოციაციის ვარაუდით, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, მგზავრთა ნაკადი 55%-ით მოიმატებს, თუმცა მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, მაინც დაბალი იქნება.
„კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შემცირების მიუხედავად, ავიაკომპანიები აღმოჩნდნენ მომხმარებელთა სიფრთხილის წინაშე. ისინი თავს იკავებენ მოგზაურობისგან“ - აცხადებს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის გენერალური დირექტორი ალექსანდრე დე იუნიაკი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge