იაპონური პრემიუმ ბრენდი „ლექსუსი“, 2020 წლისათვის თავის ქართველ მომხმარებლებს განახლებულ Lexus GX460-ს სთავაზობს

იაპონური პრემიუმ ბრენდი „ლექსუსი“, 2020 წლისათვის თავის ქართველ მომხმარებლებს განახლებულ Lexus GX460-ს სთავაზობს

access_time2019-12-03 13:55:32

იაპონური პრემიუმ ბრენდი „ლექსუსი“, 2020 წლისათვის თავის ქართველ მომხმარებლებს განახლებულ Lexus GX460-ს სთავაზობს, რომლის შეძენაც „ლექსუს თბილისის“ ოფიციალურ შოურუმში უკვე შესაძლებელია.

 

უსაფრთხოების სისტემა და თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალურად ინტეგრირება სწორედ ის მთავარი მახასიათებლებია, რითაც „ლექსუსის“ მიერ წარმოადგენილი  მოდელები ყოველთვის გამოირჩევა და რის გამოც ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს საავტომობილო ბაზარზე.

 

2020 წლის ერთ-ერთი სადებიუტო ავტომობილი, საუცხოო Lexus GX460-ია, რომელიც უსაფრთხოების სისტემითა და სრულიად ახალი ოფ-როუდ პაკეტითაა აღჭურვილი. ავტომობილის ელეგანტური სტილი  განპირობებულია განახლებული გაგრილების სისტემის ცხაურით და უმაღლესი ხარისხის სამმაგი LED მაშუქებით. Lexus Safety System+ უსაფრთხოების სისტემა  ავტომობილს სტანდარტულად მოყვება, ხოლო მრავალრელიეფური ოფ-როუდ პაკეტი მას დამატებით საიმედოობას სძენს.


სიტყვა მრავალფეროვანი, ალბათ, საუკეთესოდ აღწერს სამრიგიან ფეშენებელურ Lexus GX-ს. ავტომობილი გათვლილია ყველანაირ, მათ შორის ექსტრემალურ გზებზე გადაადგილებისთვის. მისი დახვეწილი დიზაინი და განსაკუთრებული ფორმები, გათვლილია ექვსამდე ადამიანის კომფორტული მგზავრობისთვის. წინა სავარძლების გათბობისა და ვენტილაციის სისტემა ხელმისაწვდომია როგორც საბაზისო, ასევე პრემიუმ  კომპლექტაციებში. 2020 წლის Lexus GX მოდელს გამოარჩევს უნიკალური ხელწერა, რომელიც განახლებულ გაგრილების სისტემის ცხაურში გამოიხატება. ამ ნიშნით ავტომობილი Lexus-ის პორტფოლიოში ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. გაგრილების სისტემის ცხაურის მაპროვოცირებელ სტილს ხაზს უსვამს მის გვერდზე არსებული ახალი სამსხივიანი LED მაშუქები.


ელეგანტურობა Lexus GX 460-ის მთავარი სტანდარტია. მოდელის მახასიათებლები მოიცავს ხისა და ტყავისგან დამზადებულ საჭეს საკუთარი გათბობის სისტემით. 2020 წლის პრემიუმ პაკეტის მოდელების ინტერიერი მოპირკეთებულია ელეგანტური ნაცრისფერი სეფილის ხითა და ალუმინის დეტალებით. Lexus GX-ის ექსტერიერი ხელმისაწვდომია შვიდ სხვადასხვა ფერში: Starfire Pearl, Atomic Silver, Nebula Gray Pearl, Nightfall Mica, Fire Agate Pearl, Black Onyx and Claret Mica. ინტერიერი კი - ოთხში: Black, Sepia, Ecru, and all-new Rioja Red with black headliner.


რაც შეეხება უსაფრთხოების სისტემას, Lexus GX 460-ის დიზაინი შექმნილია იმისათვის, რათა თანამედროვე ოჯახმა კომფორტულად, უსაფრთხოდ და მშვიდად იმგზავროს ყველგან, სადაც მათ თავგადასავალი წაიყვანს. უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება Lexus-ის მთავარი მისიაა, რაც 2020 წლიდან ახალი უსაფრთხოების სისტემით უკვე ბრენდის სტანდარტად იქცა. LSS+ სისტემას შეუძლია სავალი ხაზის უნებლიე გადაკვეთისას მძღოლისათვის ნიშნის მიცემა, წინ მიმავალ ავტომობილთან დინამიური რადარის მეშვეობით უსაფრთხო დისტანციის დაჭერა და ა.შ. ეს ინოვაციური სისტემა მძღოლის დამხმარის ფუნქციას ითავსებს და ეხმარება მას კონცენტრირებაში. უსაფრთხოების გაერთიანებული სისტემა და სტანდარტი ერთი ნაბიჯით გვაახლოებს სამყაროსთან, რომელშიც საგზაო ავარიები თითქმის არ არსებობს გადაკვეთის მაცნე სისტემა ამჩნევს საგზაო ზოლის განუზრახველ გადაკვეთას და მძღოლს მყისიერ შეტყობინებას აძლებს.


მაღალტექნოლოგიური სხივები


იმისათვის, რომ ხილვადობა მეტად მკაფიო იყოს, ეს სისტემა გვთავაზობს დამატებით განათებას, შედეგად მძღოლს შეუძლია მართვის პროცესით მეტად ისიამოვნოს. ცარიელი გზის შემთხვევაში, სისტემა ძლიერი ნათების რეჟიმზე გადადის, თუმცა, როგორც კი პროგრამა გზაზე სხვა ავტომობილს შეამჩნევს, ნათებაც ავტომატურად მცირდება.


მაღალი სიჩქარის დინამიური რადარი


ავტომობილის უსაფრთხოების სისტემა მძღოლს ეხმარება, აკონტროლოს სიჩქარე და მანძილი მასსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს შორის. სახიფათო სიტუაციის შემთხვევაში სიჩქარე მცირდება და თუ ამის საჭიროება დადგა, მუხრუჭებიც ავტომატურად გააქტიურდება.

 

Lexus GX460 მომხმარებლის კომფორტზე მაქსიმალურადაა ორიენტირებული, რადგან Lexus-ის მთავარი პრინციპია მუდამ უსმინოს მომხმარებელს და მისი სურვილებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით შესთავაზოს პროდუქტი, რომელიც სრულად პასუხობს მის საჭიროებებსა თუ მოთხოვნილებებს.

 

 (R)


თეგები:
ლექსუსი



ირაკლი ყიფიანი: „ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის და არა ვაუჩერების გადაცემით“

ირაკლი ყიფიანი: „ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის და არა ვაუჩერების გადაცემით“
access_time2020-04-08 15:00:14
COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით მიღებულ ზარალთან გასამკლავებლად, ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარადგინა, რომელიც ადამიანების, ოჯახების მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე გულისხმობს. გეგმის მიხედვით, ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის, და არა ვაუჩერების გადაცემით, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლება, თავად გადაწყვიტონ, დაფარავენ კომუნალურ გადასახადს, შეიძენენ საკვებს, მედიკამენტებს თუ სხვა პროდუქტებს....

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გაფართოვდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გაფართოვდა
access_time2020-04-08 15:00:32
მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ფუნქციონირება არ ეზღუდება. ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა. მთავრობის №222 დადგენილების თანახმად , ცვლილება შედის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეკონომიკური სუბიექტების საქმინობას...

ლაშა პაპაშვილი „რედიქს ჯგუფის“ მიმდინარე ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს

ლაშა პაპაშვილი „რედიქს ჯგუფის“ მიმდინარე  ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს
access_time2020-04-08 13:00:51
ლაშა პაპაშვილი იმ  მიმდინარე ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს, რომელსაც საინვესტიციო კომპანია „რედიქს ჯგუფი“ ახორციელებს. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, მათ შორისააა, თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო, რომლის გახსნის თარიღმაც ორჯერ გადაიწია. „ჭავჭავაძეზე უნდა გაგვეხსნა Hilton-ი,მაგრამ მასთან ერთად ყველაფერი შევაჩერეთ და კონსერვაციის გეგმაზე ვმუშაობთ. პირველივე დღეებში მოგვიწია „კლუბი 71“-ის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1813 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1813 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს
access_time2020-04-08 12:30:14
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1656-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1813-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1748 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამა წლის 6 აპრილის #92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს მიესალმება.

 საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამა წლის 6 აპრილის #92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს მიესალმება.
access_time2020-04-08 10:30:05
“აღნიშნული ცვლილებები მინიმუმამდე შეამცირებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების მიერ აღურიცხავი საწვავის იმპორტის შესაძლებლობას”-აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.   “ეს გადაწყვეტილება ცალსახად არის ბიზნესისა და ფინანსთა სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითი.  ჩვენ ყოველთვის უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობდით და ვმუშაობთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების...


მსგავსი სიახლეები

up