იაპონიის მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოხსნას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა ხუთ პრეფექტურაში, მათ შორის ტოკიოში, მოქმედებს.
ტოკიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 100 ათასს მოსახლეზე 0.5-ის დონეზე რჩება. ეს საგანგებო მდგომარეობის მოხსნის ერთ-ერთი კრიტერიუმია.
მას შემდეგ, რაც დღეს ქვეყნის მთავრობა ექსპერტების მოსაზრებას მოისმენს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების გადაწყვეტილებას პარლამენტის ორივე პალატის შესაბამის კომიტეტებს შეატყობინებენ. იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სინძო აბე ადგილობრივი დროით 18:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.
ამასთანავე, მთავრობა საზოგადოებრივი და ეკონომიკური საქმიანობის განახლებისთვის საჭირო რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს.
ბოლო მონაცემებით, იაპონიში კორონავირუსით ინფიცირება 16 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 800-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.
imedinews.ge