იაპონიის მსგავსად ამერიკამაც მიიღო გადაწყვეტილება - $2 მილიარდზე მეტი გამოყოს, რათა გამოიყვანოს თავისი კომპანიები ჩინეთის ბაზრიდან და სხვა რეგიონები აითვისოს

იაპონიის მსგავსად ამერიკამაც მიიღო გადაწყვეტილება - $2 მილიარდზე მეტი გამოყოს, რათა გამოიყვანოს თავისი კომპანიები ჩინეთის ბაზრიდან და სხვა რეგიონები აითვისოს

access_time2020-04-12 16:00:06

იაპონიის მსგავსად ამერიკამაც მიიღო გადაწყვეტილება - $2 მილიარდზე მეტი გამოყოს, რათა გამოიყვანოს თავისი კომპანიები ჩინეთის ბაზრიდან და სხვა რეგიონები აითვისოს - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძემ იაპონიის მთავრობისა და თეთრი სახლის განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შეინიშნება მნიშვნელოვანი ტენდენცია - სხვადასხვა კომპანიები ტოვებენ ჩინეთის ბაზარს და დაგეგმილია სხვა რეგიონებში გადანაცვლება. ამ მხრივ კი საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა და მდგომარეობა. ჩვენს ქვეყანას ეძლევა ისტორიული შანსი პოსტკრიზისულ პერიოდში, დაიკავოს სრულიად გამორჩეული ადგილი და გახდეს მიმზიდველი ქვეყანა მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოთამაშეებისთვის.

,,ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, თუნდაც იაპონიის მაგალითზე, რომ მთავრობამ გამოყო 2 მილიარდ დოლარზე მეტი მისი კომპანიებისთვის, რომ გამოვიდნენ ჩინეთიდან. ასევე, 200 მილიონამდე გამოყო იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილდებიან. ყველა ძირითადი ქვეყანა შეეცდება, ძირითად ბაზებთან ახლოს მოახდინოს გადაადგილება. ამ მხრივ საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა და მდგომარეობა. მდგომარეობაში იგულისხმება საქართველოს შეთანხმება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ასევე, ზღვით გვაქვს კავშირი ევროკავშირის მნიშვნელოვან პორტებთან, გვაქვს წვდომა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მნიშვნელოვან ბაზრებთან, თავისუფალი უბარიერო ვაჭრობის რეჟიმი. ეს ფაქტორები საინტერესოს ხდის საქართველოს მნიშვნელოვანი მოთამაშეებისთვის. იაპონიასთან ერთად დღეს გავრცელდა თეთრი სახლის განცხადება ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორის - ლარი კუდლოუს მიერ, რომ შტატებმა უნდა მიბაძოს იაპონიას და მოახდინოს ამერიკული კომპანიების გამოსვლა, გადანაცვლება ჩინეთიდან სხვა რეგიონებში.

ტენდენცია ნელ-ნელა ძალას იკრებს და ამ თვალსაზრისით საქართველოს უნდა ჰქონდეს გეგმა. მან უნდა გაზარდოს კონკურენტუნარიანობა და ინტერესი იმ ქვეყნებისადმი, რომელიც განიხილავენ ალტერნატიულ მდებარეობას იმისათვის, რომ ახლოს იყვნენ ძირითად ბაზრებთან. ასეთი კომპანიებისთვის, შესაძლოა, საქართველო გახდეს ძალიან საინტერესო ადგილი მათი წარმოების გადმოსატანად. საუბარი შეიძლება იყოს არა მხოლოდ იაპონიასა და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, არამედ ეს შეიძლება საინტერესო გახდეს სხვა ქვეყნების კომპანიებისთვის, რომლებისთვისაც კრიტიკული იქნება უტარიფო წვდომა ევროკავშირის ბაზარზე ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბაზარზე. ესეც საქართველოს დიდი უპირატესობაა. დღეს საქართველომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გააძლიეროს ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში, კვალიფიციური მუშახელის შექმნაში. ჩვენ რომ მიმზიდველი გავხდეთ წამყვანი კომპანიებისთვის, უნდა შევქმნათ შესაფერისი სტრუქტურა. საქართველოს პირდაპირი წვდომა აქვს ევროკავშირთან ზღვით. ზღვის ინფრასტრუქტურას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. თანამედროვე პორტს და მის გარშემო არსებულ ინფრასტრუქტურას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სამომავლო პერსპექტივაში’’,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია პოსტკრიზისული პერიოდისთვის ახლავე დავიწყოთ მზადება, რადგან ამ შესაძლებლობის არ გამოყენება იქნება სტრატეგიული შეცდომა.


 ,,უმნიშვნელოვანესია, რომ პოსტკრიზისული პერიოდისთვის ახლავე დავიწყოთ მზადება. ქვეყანას უნდა ჰქონდეს მკაფიო ხედვა, ჩამოყალიბებული პრიორიტეტები, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ცვლილებები გახდეს სასარგებლო. ცვლილებები კი იქნება დრამატული და მნიშვნელოვანი. ამ შესაძლებლობის არ გამოყენება იქნება სტრატეგიული შეცდომა. საქართველო უნდა გახდეს მიმზიდველი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოთამაშეებისთვის, ეს კი შეიძლება შევქმნათ თანამედროვე ინფრასტრუქტურის ხარჯზე. ეს იქნება ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, ასევე მაღალკვალიფიციური მუშახელი, გეოგრაფიული მდებარეობა თუ საგადასახადო სისტემა. ეს პერსპექტივა საქართველოს აქვს. ამ პროცესთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს რეფორმები კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის მიმართულებით. საერთაშორისო მოთამაშეებისთვის ეკონომიკური დავების კუთხით მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო საარბიტრაჟო ელემენტები ეკონომიკური დავების განსახილველად. ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანას ეძლევა ისტორიული შანსი პოსტკრიზისულ პერიოდში, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებების გამო დაიკავოს სრულიად გამორჩეული ადგილი და გახდეს მიმზიდველი ქვეყანა მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოთამაშეებისთვის. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის. ამისათვის უნდა შემუშავდეს კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დღესვე უნდა გადაიდგას’’, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ დარტყმებზე ისაუბრა.

,,კორონავირუსმა, პრაქტიკულად, უპრეცედენტო ძვრები გამოიწვია მსოფლიოში. ყველა ქვეყანა ჩაიკეტა, რაც ომის დროსაც არ მომხდარა. ეკონომიკური ზიანი ძალიან დიდია. თითქმის ყველა წამყვანმა ქვეყანამ გამოაცხადა ანტიკრიზისული გეგმის, ანტიკრიზისული ღონისძიებების ფინანსური მოცულობები, რომელიც კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებებმა მიიჩნიეს მიზანშეწონილად. იაპონიის შემთვევაში ეს შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს. ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ასეთი მასშტაბის ფინანსური სტიმულირების ღონისძიებები თავის შედეგს გამოიღებს. თუმცა, ჯერ კიდევ ადრეა, შეფასდეს მთლიანი ზიანი მსოფლიო ეკონომიკისთვის და სათითაოდ ქვეყნებისათვის. ჩვენი ქვეყანა არ აღმოჩნდა გამონაკლისი. პირიქით, ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი არაპროპორციული ეკონომიკური დარტყმა იმის გამო, რომ ტურიზმს ეკავა დიდი ადგილი საქართველოს ეკონომიკაში. ტურიზმიდან გენერირებული შემოსავლები შეადგენდა შიდა პროდუქტის 20%-ს. ტურიზმის ინდუსტრია კი გარკვეული პერიოდით გაჩერდა და დასჭირდება დრო, რომ დაუბრუნდეს პრეკრიზისულ პერიოდს. ჩვენ, როგორც ქვეყანამ, უნდა გამოვიყენოთ ეს პერიოდი და სხვა მიმართულებით გავხდეთ კონკურენტული, შევცვალოთ ჩვენი ეკონომიკური სტრუქტურა, გავხადოთ უფრო ჯანმრთელი და არა ერთ ინდუსტრიაზე დამოკიდებული. ეს უნდა იყოს ჩვენი, როგორც ქვეყნის ამოცანა. დამანგრეველია პანდემიის ზეგავლენა, მაგრამ შეიძლება, მან ახალი შესაძლებლობებიც გააჩინოს’’, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


თეგები:
ამერიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up