იაპონიაში, ტოკიოს სამხრეთით წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ახალი კუნძული წარმოიქმნა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კუნძული წყნარ ოკეანეში მდებარეობს და მისი დიამეტრი დაახლოებით ერთი კილომეტრია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ როგორც მსგავსი კუნძულების უმეტესობა, ახალი წარმონაქმნი მალე დაიშლება, რადგან ვულკანური ფერფლი ტალღების ძალას ვერ გაუძლებს. თუმცა ვულკანური აქტივობას შეინარჩუნებს, ლავამ კუნძულს უფრო მყარს გახდის.
რეგიონში ასეთი კუნძულები 1904, 1914 და 1986 წელს წარმოიქმნა, თუმცა სამივე ეროზიის გამო გაუჩინარდა.
imedinews.ge