იაპონიამ შესაძლოა რადიოაქტიური წყალი წყნარ ოკეანეში ჩაღვაროს

იაპონიამ შესაძლოა რადიოაქტიური წყალი წყნარ ოკეანეში ჩაღვაროს

access_time2019-09-10 22:00:19

იაპონურ კომპანია Tokyo Electric Power-სმ რომელიც ფუკუშიმის ბირთვულ ენერგოსადგურს მართავს, შესაძლოა რადიოაქტიური წყლის წყნარ ოკეანეში ჩაღვრა მოუწიოს. ამის შესახებ იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრმა იუშიაკი ჰარადამ განაცხადა. მის სიტყვებს Reuters-ი ავრცელებს.


„ერთადერთი ვარიანტი წყლის ოკეანეში ჩაღვრაა. ამაზე მთელი მთავრობა იმსჯელებს, თუმცა ეს ჩემი მოკრძალებული აზრია“, - განაცხადა ჰარადამ.


2011 წლიდან Tokyo Electric-მა 1 მილიონ ტონაზე მეტი რადიაციით დაბინძურებული წყალი დააგროვა, რომელსაც მიწისძვრით და ცუნამით დაზიანებულ სადგურზე დარჩენილი ბირთვული საწვავის გასაგრილებლად იყენებენ.



ქვეყნის მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის დასკვნის გამოტანის შემდეგ მიიღებს. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ წყლის შესანახი ადგილი 2022 წელს ამოიწურება.


ბირთვული სადგურები ხშირად ღვრიან ოკეანეში ტრიტიუმის შემცველ წყალს. წყალბადის ეს იზოტოპი შედარებით უსაფრთხოდ ითვლება, თუმცა ბევრი შიშობს, რომ ფუკუშიმის რეზერვუარებში შენახული წყალი მავნე ნივთიერებებსაც შეიცავს.


Greenpeace-ში განაცხადეს, რომ იაპონიამ კრიზისის დასაძლევად მხოლოდ გარემოსადმი მეგობრული მეთოდები უნდა გამოიყენოს და წყალი ყველა რადიოაქტიური ელემენტისგან გაწმინდოს.


medinewss


თეგები:
იაპონია



მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!
access_time2020-01-27 09:54:23
2020 წლიდან, მეგატექნიკის მაღაზიათა ქსელში თქვენ შეძლებთ სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიანი სმარტფონების შეძენას. მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის სარეცხი მანქანებიც, ეტაპობრივად კი სამსუნგის პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიებსაც შემოგთავაზებთ.  ქართველმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის სამსუნგის ჰოლოგრამის მნიშვნელობა, თუმცა კიდევ ერთხელ...

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა
access_time2020-01-26 19:00:51
Hyundai და Kia-მ ერთობლივად ჩადეს 100 მლნ.  საავტომობილო სტარტაპ Arrival-ში, რომლის ღირებულებაც შეფასდა 3 მლრდ. დოლარად - კომპანია შექმნა რუსეთის მოქალაქე დენის სვედრლოვმა, რომელიც ამჟამად საქმიანობს ინგლისში. შესაბამისად, კორეული გიგანტები მიიღებენ კომპანიის აქციების 3,3%-ს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების მიზანია კომერციული ელექტრომობილების საყოველთაო დანერგვა, და 2025 წლისთვის ამ ტიპის მანქანების მწარმოებელთა სამეულში...

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის
access_time2020-01-26 15:00:16
Google-ის ახალი ყურსასმენი - Pixel Buds – თავსებადი იქნება Pixel-ის სმარტფონებთან.   მოწყობილობა შეუერთდება ვირტუალური თანაშემწეს პროგრამას Google Assistant და გააქტიურდება სპეციალური ღილაკის დაჭერით.   ყურსასმენის მართვა შესაძლებელია ხმოვანი მითითებებით - მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება სთხოვოს მოწყობილობას ჩართოს ესა თუ ის სიმღერა, დარეკოს ტელეფონით, უჩვენოს გზა, და ა.შ.   თუმცა, ახალი ყურსასმენის ყველაზე საინტერესო ფუნქცია იქნება...

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება
access_time2020-01-26 17:00:19
  ჟან-პოლ გოტიე სამუდამოდ ტოვებს მოდის სცენას, თუმცა დემნა გვასალია იწყებს გააქტიურებას.   კერძოდ, დიზაინერმა განაცხადა, რომ ამა წლის ზაფხულში პირველად52 წლის მანძილზე Balenciaga წარმოადგენს კუტიურ-კოლექციას.   ბრენდის ისტორია შეწყდა 1968 წელს, როდესაც კრისტობალ ბალენსიაგამ  დახურა თავისი სამკერვალო, შემდეგ კი გარდაიცვალა. 1986 წელს კომპანია აღდგა, თუმცა, უარი განაცხადა მაღალი მოდის კოლექციების შექმნაზე.   დღეს...


მსგავსი სიახლეები

up