იაპონიის მთავრობამ კიდევ 20 რუსს, მათ შორის ბიზნესმენებსა და ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა. სია სამშაბათს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, ახალი სანქციების სიაში შედიან რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი.
გარდა ამისა, სიაში შედიან რუსი ბიზნესმენები, მათ შორის ძმები როტენბერგები, გენადი ტიმჩენკო, ალიშერ უსმანოვი.
სანქციები ასევე დაწესდა ორ ორგანიზაციაზე - ინტერნეტის კვლევის სააგენტოსა და PMC Wagner-ზე.
haqqin.az