ტოკიოს პროკურატურამ Nissan-ის ყოფილი დირექტორის კარლოს გონის ცოლის კეროლ ნაჰასის დაკავების ორდერი მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ნაჰასს 2019 წელს, მისი ქმრის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ. კეროლ ნაჰასი ამჟამად ლიბანში იმყოფება, სადაც მისი ქმარი დეკემბრის ბოლოს გაიქცა. ლიბანსა და იაპონიას შორის ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ინტერპოლმა გონზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
გონი 2018 წლის ნოემბერში, 80 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლის დამალვის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად ასევე ედება პირადი ინვესტიციებით გამოწვეული 16-მილიონი ზარალის Nissan-ის სახსრებით ანაზღაურება. Nissan-მა გონი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა.
2019 წლის აპრილში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მაგრამ პასპორტები ჩამოართვეს და გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს. თავად ბრალდებებს უარყოფდა. სასამართლო პროცესი გონის საქმეზე რამდენიმე თვეში უნდა დაწყებულიყო.
imedinews.ge