იაპონელმა მილიარდერმა იუსაკუ მაეძავამ 8 ადამიანი მთვარეზე მოგზაურობაში დაპატიჟა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ის დედამიწის თანამგზავრზე ილონ მასკის რაკეტა SpaceX-ით 2023 წელს გაფრინდება და რვავე სტუმრის მგზავრობის ხარჯებს სრულად დაფარავს.
„მინდა სხვადასხვა ისტორიის მქონე ადამიანები შემომიერთდნენ. ყველა ადგილი ვიყიდე, ამიტომ ეს კერძო მგზავრობა იქნება“, - დაწერა მილიარდერმა Twitter-ზე.
დედამიწის თანამგზავრზე მოხვედრის მსურველებმა 2 კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ. პირველი: უნდა ახსნან როგორ დაეხმარებათ მთვარეზე მოგზაურობა საზოგადოებისთვის რაიმე ღირებულის გაკეთებაში და მეორე: მზად უნდა იყვნენ გუნდური მუშაობისთვის და ეკიპაჟის წევრების მხარდაჭერისთვის.
imedinews.ge