იაპონელი ღვინის მაგისტრი, რომელიც მსოფლიოს ქართულ ღვინოს აცნობს

იაპონელი ღვინის მაგისტრი, რომელიც მსოფლიოს ქართულ ღვინოს აცნობს

access_time2019-04-14 18:55:17

ტო­კი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ფე­ნის „სა­ქარ­თვე­ლო - ღვი­ნის სამ­შობ­ლო“ ფარ­გლებ­ში, ია­პო­ნი­ა­ში ერ­თა­დერ­თმა ღვი­ნის მა­გის­ტრმა, კე­ნი­ჩი ოჰა­შიმ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პრე­ზე­ნტა­ცია ია­პო­ნე­ლი ღვი­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის გა­მარ­თა.


ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და 120-მდე სტუ­მა­რი: ად­გი­ლობ­რი­ვი ღვი­ნის ექ­სპერ­ტე­ბი, ია­პო­ნი­ის სო­მე­ლი­ე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი, სა­რეს­ტორ­ნო და სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თაც კე­ნი­ჩი ოჰა­ში 3 სა­ა­თის მან­ძილ­ზე ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კულ­ტუ­რა­სა და ქარ­თულ ღვი­ნოს აც­ნობ­და.


კე­ნი­ჩი ოჰა­შიმ სტუმ­რებს უამ­ბო, რომ ქვევ­რი იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბაა, ქარ­თუ­ლი ქვევ­რის ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა 8000 წლის წინ და­ი­წყო და ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის ქარ­თუ­ლი მე­თო­დი უნი­კა­ლუ­რია მთელს მსოფ­ლი­ო­ში.


ტო­კი­ოს მეტ­რო­სად­გურ რო­პონ­გში პრო­ექტ „სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნის სამ­შობ­ლოს“ სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბი გან­თავ­სდა. ღვი­ნის მა­გის­ტრმა ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, რაც მისი აზ­რით, ასე­ვე გა­ნა­პი­რო­ბებს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებ­სა და გა­ნუ­მე­ო­რებ­ლო­ბას.


„სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად ღვი­ნის პირ­ვე­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა, რის გა­მოც პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა ჯი­შე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თვის ახა­ლია და მინ­და კი­დევ უფრო მეტი გა­ვი­გოთ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ხებ, რად­გან ეს უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­უ­ლი ცოდ­ნაა, რაც ჩვენ­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლია“, - აღ­ნიშ­ნა კე­ნი­ჩი ოჰა­შიმ.


კე­ნი­ჩი ოჰა­ში ერ­თა­დერ­თი ღვი­ნის მა­გის­ტრია ია­პო­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს კონ­ტრაქ­ტორ მარ­კე­ტინ­გულ კომ­პა­ნია „Red Bridge“-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ეს კომ­პა­ნია ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და მეღ­ვი­ნე­ო­ბის შე­სა­ხებ მარ­კე­ტინ­გულ და სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ას ია­პო­ნი­ა­ში 2017 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს.



პრე­ზენ­ტა­ცი­ის მსვლე­ლო­ბის დროს სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ და­ე­გე­მოვ­ნე­ბი­ნათ შემ­დე­გი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბის სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნო­ე­ბი: „შატო მუხ­რა­ნი“, „თბილ­ღვი­ნო“, „თე­ლე­და/ორგო“, „თე­ლი­ა­ნი ველი“, „სტო­რი“, „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ვა­ზი­ა­ნი“, „ას­კა­ნე­ლი ძმე­ბი“, „დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნია“, „თე­ლა­ვის ღვი­ნის მა­რა­ნი“, „მეღ­ვი­ნე­ო­ბა შუმი“ და „სე­სი­აშ­ვი­ლის მა­რა­ნი“.


პრო­ექ­ტი „სა­ქარ­თვე­ლო – ღვი­ნის სამ­შობ­ლო“, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და ასო­ცი­ა­ცია „ქარ­თუ­ლი ღვი­ნო“ არი­ან, ხორ­ცი­ელ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ის Sony music communication და კომ­პა­ნია TOPPAN-თან პარტნი­ო­რო­ბით. სა­გა­მო­ფე­ნო ექ­სპო­ზი­ცია აერ­თი­ა­ნებს უნი­კა­ლურ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ექ­სპო­ნა­ტებ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რომ­ლის კონ­ცეფ­ცია და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კულ­ტუ­რის უნი­კა­ლუ­რო­ბის წარ­მო­ჩე­ნა­ზე.


bpn.ge



თეგები:
ღვინო



აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

თემურ ჭყონია: „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში, მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„

თემურ ჭყონია:  „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში,  მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„
access_time2019-07-22 16:30:05
ბიზნესმენი, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ლარის  არასტაბილურობის გამო,  ეროვნული ბანკის ფუნქციების გადახედვის საჭიროებას ხედავს. მისი განმარტებით, ლარის არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელია და არამარტო ბიზნესის. გარდა ამისა, არასტაბილური  ლარი მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის ბიზნესზე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი სწორედ ბიზნესისგან...

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ
access_time2019-07-22 15:00:41
2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 33,993 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 29,991 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,940 მლნ ლარით ნაკლებია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 47,933 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის მაისში - 63,984 მლნ იყო. ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 345,001 მილიონი ლარი,...

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას
access_time2019-07-22 14:37:52
ქართული ბიზნესები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ საკუთარი სავალუტო რისკები მინიმუმამდე შეამცირონ. იმის გამო, რომ საქართველოში გაყიდული საქონლის ნახევარზე მეტი არის იმპორტირებული, საქონლის რეალიზაცია კი, ეროვნულ ვალუტაში ხდება, ბიზნესი ბუნებრივად სავალუტო რისკის წინაშე დგება. ლარის მერყეობის ზრდასთან ერთად ამ ბიზნესებისთვის ოპერირება გართულდა. მოიმატა გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს იმპორტირებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასი და სადამდე შეიძლება ის...


მსგავსი სიახლეები

up