იანვრიდან შუქნიშნები დღისა და ღამის რეჟიმზე იმუშავებენ

იანვრიდან შუქნიშნები დღისა და ღამის რეჟიმზე იმუშავებენ

access_time2019-10-08 15:20:57

იანვრიდან შუქნიშნები დღისა და ღამის რეჟიმზე იმუშავებენ.


ამის შესახებ მერიის ტრანსპროტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


მისივე თქმით, ამ მიზნით უკვე ყალიბდება სპეციალური გუნდ/განყოფილება, რომელიც შუქნიშნების მართვაზე იმუშავებს.


„შუქნიშნების ნაწილში მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს დაგეგმილი. უკვე მიმდინარეობს ადამიანთა შერჩევა განყოფილებისთვის, რომელიც იანვრიდან ამოქმედდება და შუქნიშნების მართვაზე იმუშავებს. ანუ ეს გუნდი იქნება პასუხისმგებელი შუქნიშნების კომფორტულ მართვაზე. შედეგად, შუქნიშნები დღისა და ღამის საათებში განსხვავებული რეჟიმზე იმუშავებს. ამასთან, ელექტროენერგის გათიშვა ქმნის სერიოზულ პრობლემებს, ამიტომ მყისიერად უნდა ხდებოდეს სიგნალის/შეტყობინების მიღება, რომ შუქნიშნების მუშაობას პრობლემა არ შეექმნას და ა.შ. ამ მექანიზმზე მერია უკვე წლიწადნახევარია მუშაობს. პროექტის განხორციელების მიზნით, სპეციალური თანხაც გამოიყო, მხოლოდ წელს ამ მიმართულებით 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯა,“-აღნიშნა მუმლაძემ.



BPN


თეგები:
შუქნიშნები



რატომ არის StopCov ფონდი გაუმჭვირვალე, რაში ხარჯავთ ჩარიცხული თანხას? - გოცირიძე გახარიას

რატომ არის  StopCov ფონდი გაუმჭვირვალე, რაში ხარჯავთ  ჩარიცხული თანხას? - გოცირიძე გახარიას
access_time2020-05-27 16:20:02
„დაასახელეთ მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც გარდა საქართველოსი, რომელმაც კორონავირუსის პანდების პერიოდში საკუთარ მოქალაქეებს არ გაუწია არც ერთი თეთრი ფულადი დახმარება“ - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ. ოპოზიციონერმა დაპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება  StopCov ფონდში ჩარიცხული თანხაზე გაამახვილა. „ბ.ნ პრემიერო დაასახელეთ...

აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას უზარმაზარი ზარალი მიაყენა- ჭაბერაშვილი გახარიას

აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც  ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას უზარმაზარი ზარალი მიაყენა-  ჭაბერაშვილი გახარიას
access_time2020-05-27 15:50:33
„აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც პანდემიამდე უზარმაზარი ზარალი მიაყენა  ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ოპოზიციონერმა დაპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილ პრობლემებზე გაამახვილა. „ბ.ნ გიორგი, თქვენ თქვენი დროის უდიდესი ნაწილი დაუთმეთ იმაზე საუბარს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას
access_time2020-05-27 15:00:56
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშრიებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: `ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგების ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის, ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების...

რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს

რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს
access_time2020-05-27 15:00:24
„რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ. ამასთან მმართველი გუნდის წევრმა საქართველოს პრემიერს ჰკითხა როგორ დაიხარჯება StopCov ფონდში ჩარიცხული თანხა. „რატომ ვერ მოხერხდა რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი...

ვაკის საცურაო აუზი 6 ივლისს გაიხსნება

ვაკის საცურაო აუზი  6 ივლისს გაიხსნება
access_time2020-05-27 15:30:39
„ვაკის საცურაო აუზი” და მასში შემავალი სხვა სერვისები  6 ივლისიდან იხსნება“-ამის შესახებ „კომერსანტს“  საცურაო აუზის ადმინისტრაციაში განუხადეს.„მოგეხსენებათ,საერთო მსოფლიო პანდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. დაწესებულმა შეზღუდვებმა კი ყველა კომპანია თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ბიზნესი ჩვეულ სამუშაო პროცესს უბრუნდება. შეიცვალა,  “ვაკის საცურაო...


მსგავსი სიახლეები

up