იანვრიდან ათეულობით ათასი მანქანა ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლის

იანვრიდან ათეულობით ათასი მანქანა ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლის

access_time2019-12-18 11:35:04

კატალიზატორი, ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი, უსაფრთხოების სამკუთხედი, - ამ ნივთების შეძენა დასჭირდებათ გამკაცრებული რეგლამენტით ორ კვირაში მძღოლებს. 2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის დადგენილება, რომლის გამოისობითაც ავტომფლობელებს დამატებითი ხარჯის გაწევა აუცილებლად მოუწევთ. სახელმწიფოს ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირებისათვის, არაფერი გაუკეთებია, ამიტომ ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების უდიდესი ნაწილი დახარვეზდება.


2020 წლიდან ამოქმედდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატალიზური გარდამქმნელით აღჭურვის ვალდებულება და ჟანგბადის შთანთქმის (ლამბდა) კოეფიციენტის კონტროლი. ეს კი უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს, რადგან საქართველოს ავტოპარკის დიდ ნაწილს კატალიზატორი ან ამოღებული აქვს, ანდა უკვე მწყობრიდანაა გამოსული. მაღალი ხარისხის მოწყობილობა კი ადგილობრივ ბაზარზე, პრაქტიკულად, არ იშოვება. მხოლოდ ინტერნეტით არის მისი ყიდვა შესაძლებელი და საკმაოდ ძვირია. ფასი 800 ლარიდან იწყება. ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის შედეგებშიცაა აღნიშნული. სწორედ კვლევაშია კატალიზატორების ფასი მითითებული, რომლის გადახდაც ავტომფლობელებს, სულ რაღაც 2-3 კვირის შემდეგ მოუწევთ.


ბიზნეს-რეზონანსი” დაინტერესდა, ამოქმედდება თუ არა რეგულაცია პირველი იანვრიდან და რეალურად, რამდენად არის მზად ამისათვის საქართველოს ავტოპარკი. სატრანსპორტო საშუალებათა რა ნაწილი ვერ გაივლის გამკაცრებულ პერიოდულ ინსპექტირებას.


ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ მანქანის მფლობელები რეგლამენტის გამკაცრებისათვის მზად არ არიან, რადგან სახელმწიფოს მხრიდან სათანადო საინფორმაციო კამპანია არ მიმდინარეობდა.


არანაირი ცვლილება არ შესულა რეგლამენტში. არსებული მოცემულობით კი, პირველი იანვრიდან, ძალაში შედის, გამკაცრებული პარამეტრები პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის. ამ ორ კვირაში, რამე თუ არ შეიცვალა ან თუ არ გადავადდა გარდამავალი დებულება, მივიღებთ ახალი პარამეტრებით ტექდათვალიერებას.


ყველაზე მნიშვნლოვანი მძღოლებისათვის მაინც კატალიზატორების თემაა, თუმცა გარდა ამისა, მოთხოვნა ჩნდება სამ დამატებით მოწყობილობაზე. ესენია: უსაფრთხოების სამკუთხედი, აფთიაქი და ცეცხლმაქრი. ანუ ავტომობილს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოებისათვის საჭირო სამივე ნივთი.



გარდა ამისა, სავალდებულო ხდება, დამატებითი ინსპექტირება თხევად აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც, რაც აქამდე, მხოლოდ ბუნებრივ აირს ეხებოდა.სამწუხაროდ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების კუთხით, არ მიდის არანაირი მუშაობა. რეალურად, მომხმარებლებს არ აქვთ ინფორმაცია, რა მოთხოვნები ჩნდება პირველი იანვრიდან. თუ არ მოხდება გადავადება. შესაბამისად, არავინაა იქნება მზად და პირველი იანვრიდან რომ მიაკითხავენ ინსპექტირების ცენტრებს, მათ უამრავი სიახლე დახვდებათ.


გამკაცრებულ პარამატრებზე გადასვლის შემდეგ, საკმაოდ ბევრი ავტომობილი დახარვეზდება. ფაქტი ასეთია, უდიდესი პროცენტი გვექნება დახარვეზების. გაურკვევლობაა თუნდაც ინფორმაციულობის კუთხით. მაგალითად, როგორ უნდა მოხდეს ინსპექტირება 2020 წლის პირველი იანვრიდან და ა.შ.” - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს იორდანიშვილმა.


პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლის პირველი იანვრიდან ეტაპობრივად ამოქმედდა. 2019 წლიდან კი ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის სავალდებულო გახდა.


ინსპექტირების ამ ეტაპის გავლა რომ უფრო რთული და ძვირი იქნება ადასტურებს საავტომობილო სფეროს სპეციალისტი დავით მესხიშვილიც. ისიც ინფორმაციის არ არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას და სახელმწიფოს, გარემოს გაუმჯობესების რეალურ გზებს სთავაზობს.


რეალურად, საჯარო განხილვა არც კი ყოფილა. უცებ დატესტეს მოთხოვნა, რომელიც მძღოლებისათვის ძალიან ძვირია. ეს აუცილებლად იქნება პრობლემატური. მომავალში მანქანის ინსპექტირება ძალიან გართულდება და გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას.


ჩემი აზრით, ამ რეგულაციებით ვერსად ვერ მივალთ. უნდა მოხდეს ის, რაც გააკეთა აზერბაიჯანმა და ასეთია საერთაშორისო გამოცდილებაც. საუბარია ეკოლოგიური სტანდარტის შემოღება ევრო-4-ის ან ევრო-5-ის მანქანების იმპორტზე. ჩვენ ბაზარზე არსებულ ავტომობილებს კი არ უნდა დავუწყოთ დევნა, არამედ შეზღუდვა უნდა დაწესდეს შემოყვანაზე. სახელმწიფო, ადამიანებს აძლევს საშუალებას, შეიძინონ ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ აკმაყოფილებს სტანდარტს და შემდეგ ვეუბნებით, რომ ამით არ უნდა იაროს. ეს აბსურდია. ამიტომ ყველაზე გონივრული და უმტკივნეულო იქნება, ის რაც ზემოთ აღვნიშნე და უკვე დიდი ხანია ვსაუბრობ.


რაც შეეხება, აქ არსებულ ავტოპარკს, ალბათ, მეტ-ნაკლებად, მიდგომა მაინც უნდა იყოს ლოიალური. ყველა სხვა შემთხვევაში, მივიღებთ სურათს, როცა ავტომობილების დიდი ნაწილი, უბრალოდ ვერ გაივლის ინსპექტირებას, იმის გამო რომ რაღაც მოთხოვნები ძალიან ძვირადღირებულია.


პირველ რიგში, ასეთ ღონისძიებებზე, მხოლოდ ჯარიმებით, სიმკაცრით და მოთხოვნით ფონს ვერ გავალთ. ამის კარგი მაგალითია, ავტონაწილების განათხოვრების მომენტი. მომავალში ამას უფრო მეტი გასაქანი მეიცემა. უამრავი მძღოლი ინათხოვრებს ცეცხლმაქრს, აფთიაქს ან უსაფრთხოების სამკუთხედს.


აუცილებელია სახელმწიფო ზრუნავდეს ცნობიერების ამაღლებაზე, რომელიც არ ხდება. ინსპექტირებისათვის ყველა იშოვნის ამ ნივთებს მაგრამ რა ხდება მერე, ვინ შეამოწმებს და როგორი იქნება ადმინისტრირება? პატრული ხომ ვერ გააჩერებს და ნახავს მანქანაში ამ ნივთებს. ამის მთავარი მოგვარების გზა, მოსახლეობის ინფორმირება და კიდევ ერთხელ, ინფრომირებაა”, - განუცხადა მესხიშვილმა ბიზნეს-რეზონანსს.


გაზეთი „რეზონანსი“ 





არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო - ცესკო

არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო - ცესკო
access_time2020-10-31 22:10:40
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო გარკვეულ უბნებზე რიგში მყოფ ამომრჩევლებს კანონმდებლობის მიხედვით, მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და გამოეხატათ საკუთარი კონსტიტუციური ნება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, 311-ვე...

ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა

ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა
access_time2020-10-31 20:15:29
ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 18:00 საათის მონაცემებით, Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:„ქართული ოცნება“-55.0%; „ნაციონალური მოძრაობა“- 23.0%,...

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა
access_time2020-10-31 20:00:04
საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. ახლა ხმის დათვლის პროცედურები იწყება. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მოაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება. დღეს საქართველოს ამომრჩეველი მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული...

პირველი არხის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა

პირველი არხის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა
access_time2020-10-31 18:41:27
პირველადი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.   მათივე განცხადებით, სავარაუდოდ, კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური სასერვერო. მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა.

ვინც არ უნდა იყოს მმართველ გუნდში, მას სერიოზული სოციალური ვალდებულებები დაეკისრება - ირაკლი იაშვილი

ვინც არ უნდა იყოს მმართველ გუნდში, მას სერიოზული სოციალური ვალდებულებები დაეკისრება - ირაკლი იაშვილი
access_time2020-10-31 16:30:39
„მაქსიმალურად, ბოლო წვეთამდე უნდა ეცადოს ახალი ხელისუფლება, რომ ლოქდაუნი არ გამოაცხადოს ქვეყანაში იმიტომ, რომ ვერ გაუძლებს ქვეყანა. მოგვიწევს ვისესხოთ ფული და ისეთი ძვირი დაგვიჯდება მორიგი ლოქდაუნი, ამის წარმოდგენაც არ მინდა,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ East Gate Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა ისაუბრა. არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის მთავარ გამოწვევას ისევ COVID 19-თან ბრძოლა წარმოადგენს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ძირითადი...


მსგავსი სიახლეები

up