იანვარ–თებერვალში ექსპორტი 13.2%–ით, იმპორტი კი 0.1%–ით გაიზარდა

იანვარ–თებერვალში ექსპორტი 13.2%–ით, იმპორტი კი 0.1%–ით გაიზარდა

access_time2019-03-19 11:58:00

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლისშესაბამის მაჩვენებელს 3.6 პროცენტით აღემატება.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 505.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (13.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 234.8 მლნ. აშშ დოლარს (0.1 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 729.8მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.9 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 342.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2 პროცენტით მეტიაწინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.


ამასთან, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა118.2 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 10.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ304.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (4.5 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 24.6პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 422.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.3 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 25.5 პროცენტს შეადგენს.


2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია254.8 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 45.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისმაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა372.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (14.4 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 30.2პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 627.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინაწლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.8 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019წლის იანვარ-თებერვალში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 16.2 პროცენტი იყო.



2019 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 73.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (81.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (58.4 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (39.6 მლნ. აშშ დოლარი).


ამავე პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი(194.0 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (142.0 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (126.0 მლნ. აშშ დოლარი).


2019 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (233.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (203.6 მლნ. აშშ დოლარი)და მესამე ადგილზე აზერბაიჯანი (184.4 მლნ. აშშ დოლარი).


სასაქონლო ჯგუფებიდან კი, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 78.3 მლნ. აშშ დოლარით, რაცმთელი ექსპორტის 15.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები,56.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 51.2 მლნ. აშშ დოლარით (10.1 პროცენტი).


ამასთან, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 101.2 მლნ. აშშ დოლარიდა მთელი იმპორტის 8.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები 88.7მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 71.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.8 პროცენტი).






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up