იანვარში FAO-ს ფასების ინდექსი გაიზარდა

იანვარში FAO-ს ფასების ინდექსი გაიზარდა

access_time2021-02-04 11:50:00

FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - იანვარში, გაიზარდა და 113.3 ქულა შეადგინა. ინფორმაციას FAO ავრცელებს.



„აღნიშნული ქულა, რომელიც 2020 წლის დეკემბრის ფასებს 4.3%-ით აღემატება, 2014 წლის ივლისის თვის შემდგომ, FAO-ს ფასების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.



FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი, მკვეთრად 7.1%-ითაა გაზრდილი. სიმინდის ფასების ინდექსი, 2020 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 42.3%-ით აღემატება. ფასების ზრდის მთავარ კატალიზატორს, ჩინეთის მიერ სიმინდის მასიური შეძენა, მარცვლეულის შემცირებული მარაგი და სიმინდის მოსალოდნელზე ნაკლები პროდუქცია წარმოადგენს. აღნიშნულმა მიზეზებმა, იანვარში, მარცვლეულზე ფასების 11.2%-ით ზრდა გამოიწვია. ხორბლის ფასი 6.8%-ითაა გაზრდილი. ფასების ზრდა, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ხორბალზე მოჭარბებულმა მოთხოვნამ და მარცვლეულის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნის, რუსეთის მიერ ხორბლის გაყიდვების შემცირებამ გამოიწვია.



2012 წლის შემდგომ, თავის მაქსიმუმს მიაღწია მცენარეული ზეთების ფასების ინდექსმა. დეკემბერთან შედარებით, მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი 5.8%-ითაა გაზრდილი. ზრდის მიზეზად, პალმის ზეთის, დაგეგმილზე ნაკლები წარმოება სახელდება. დაბალი წარმოების მიზეზი, მალაიზიასა და ინდონეზიაში არაკეთილსაიმედო მეტეოროლოგიური პირობები და მიგრანტი მუშახელის ნაკლებობაა.




FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი დეკემბერთან შედარებით - 8.1%-ითაა მომატებული. ფასების ზრდა, შაქარზე გაზრდილმა მოთხოვნამ და მწარმოებელ ქვეყნებში, რუსეთსა და ტაილანდში, პროდუქციის დაგეგმილზე ნაკლებმა წარმოებამ გამოიწვია. პროცესს ხელი შეუწყო, სამხრეთ ამერიკაში ჩვეულებრივზე უფრო ცხელმა კლიმატურმა პირობებმა, რამაც მოსავალი დააზარალა.



1.6%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ზრდის მთავარი მიზეზი, წელიწადის ამ დროისათვის დამახასიათებელი, რძის დაბალი წარმოება და ჩინეთის მხრიდან, ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, პროდუქციის მასიური შესყიდვა წარმოადგენდა.



დეკემბერთან შედარებით, 1%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. ზრდის მთავარი მიზეზი, ბრაზილიაში ფრინველის გრიპის შედეგად, ფრინველის ხორცის წარმოებაში წარმოქმნილი შეფერხება იყო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





თეგები:
FAO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up