საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $5 019.4 მლნ შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.2$ით მეტია.
აქედან, ექსპორტი $1 538.1 მლნ იყო (+24.4%), ხოლო იმპორტი $3 481.3 მლნ (+15.7%).
საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მაისში $1 943.2 მლნ და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემებს საქსტატი 21 ივნისს გამოაქვეყნებს.