იანვარ–ივნისში საწვავის იმპორტის მოცულობამ პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუსწრო

იანვარ–ივნისში საწვავის იმპორტის მოცულობამ პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუსწრო

access_time2021-07-20 13:40:27

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 532,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 34,4 ათასი ტონით - 6,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (497,9 ათასი ტონა) შედარებით და 38 ათასი ტონით, ანუ 7,7%-ით მეტი პანდემიამდელი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (494,3 ათასი ტონა) შედარებით.


ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.


მათ შორის,  2021 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინის იმპორტმა შეადგინა 266,3 ათასი ტონა, ხოლო დიზელის იმპორტმა - 266,0 ათასი ტონა.


კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივნისში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი  ტიპის ბენზინი - 174,8 ათასი ტონა (65,6%); A-95 პრემიუმი  ტიპის ბენზინი - 86,0 ათასი ტონა (32,3%); A-98  სუპერი  ტიპის ბენზინი - 5,5 ათასი ტონა (2,1%);



მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 124,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 23,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 122,6 ათასი ტონა - 23,0%;  რუსეთი - 109,7 ათასი ტონა - 20,6%; აზერბაიჯანი - 94,2 ათასი ტონა - 17,7%; ბულგარეთი - 57,4 ათასი ტონა - 10,8%; საბერძნეთი - 11,1 ათასი ტონა - 2,1%; თურქეთი - 8,1 ათასი ტონა - 1,5%; ყაზახეთი - 2,5 ათასი ტონა - 0,5% და სხვ.


იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, რომ საწვავის იმპორტის ზრდიდან გამომდინარე მიმდინარე წელს სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავლები ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორიდან ბოლო 2 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელზე დგას.


ასევე აღნიშვნის ღირსია, რომ თურქმენეთი მიმდინარე წელს იქცა საწვავის ერთ-ერთ ძირითად მომწოდებლად. მათ შორის, თურქმენეთიდან ხორციელდება  დიზელის საწვავისა და A-91 რეგულარის ტიპის ბენზინის იმპორტი.


რაც შეეხება ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ზრდას, ის განპირობებულია ბევრი სხვადასხვა ფაქტორით, რომელთაგან უმთავრესია ის, რომ მიმდინარე წელს მოსალოდნელზე უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენის პროცესი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up