იანვარ-ნოემბერში საქართველოში 4 862 247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

იანვარ-ნოემბერში საქართველოში 4 862 247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

access_time2022-12-06 09:30:40

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ნოემბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2022 წლის ნოემბერში, საქართველოში 471,165 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ნოემბერთან შედარებით +160.4%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 70%-ით აღდგა.


ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა ნოემბერში. 2022 წლის ნოემბერში 299,605 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ნოემბერთან შედარებით +97.9%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 88.4% აღდგენილია.


ტურიზმის აღდგენის დინამიკა - 2022 წლის 11 თვეში საქართველოში 4,862,247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +185.5%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 55.9%-ს შეადგენს.



2022 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში 3,348,333 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +133.7%-ით მეტია გასული წლის 11 თვესთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 70.2 % აღდგენილია.


საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.





Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up