იანვარ-მარტში ოკუპირებულმა აფხაზეთმა თბილისთან შედარებით 27%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა

იანვარ-მარტში ოკუპირებულმა აფხაზეთმა თბილისთან შედარებით 27%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა

access_time2021-04-20 12:30:17

ოკუპირებულ აფხაზეთში 2021 წლის პირველ სამ თვეში ელექტროენერგიის მოხმარებამ 919 მლნ კვტ/სთ შეადგინა, რაც თბილისის მოხმარების მაჩვენებელს 27%-ით აღემატება. „უფასო დენის“ გამო ენგურის მეორე მხარე უკუნტროლო ხარჯვას ბოლო წლებში კრიპტომაინინგიც დაემატა.


აფხაზეთი საქართველოს ერთადერთი კუთხეა, სადაც პანდემიის პერიოდშიც კი ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, თუმცა ეს არც კოვიდთან ეფექტიან ბრძოლას, არც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და რა თქმა უნდა არც დიდი საწარმოების ამოქმედებას არ უკავშირდება. ბიტკოინის ფასის ზრდა რუსეთში მცხოვრებ პირებსაც კი ოკუპირებულ ზონაში ჩასვლასა და მაინინგის დაწყებისკენ უბიძგებს. პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ მაისამდე ენგურჰესი გაჩერებულია. ერთადერთი დადებითი მხარე თბილისისთვის ისაა, რომ კრიზისის ფონზე იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი შემცირდა, თანაც იმდენად, რომ მისი ღირებულება თბოსადგურების მიერ წარმოებულ ენერგიის ფასს ჩამოსცდა.


თუ გასული წლის პირველ კვარტალში 744 მლნ კვტ/სთ-ში საქართველომ $29 მლნ გადაიხადა, ანუ კილოვატში 3.9 ცენტი, წელს 1.438 მლრდ კვტ/სთ $31.7 მლნ დაუჯდა, ანუ 1 კვტ/სთ - 2.2 ცენტი. ფასების ვარდნა დროებითია და მოთხოვნის გაზრდისთანავე დაკორექტირდება.


ესკომ წელს პირველად იმპორტში აფხაზეთის წილი ცალკე გამოყო. რუსეთიდან იმპორტირებული 864 მლნ კვტ/სთ-დან 86.8% - 750 მლნ კვტ/სთ აფხაზეთს მოხმარდა. წელს ენგურჰესის ანგარიშზე მხოლოდ 97 მლნ კვტ/სთ-ა, ვარდნილჰესის გამომუშავება კი 86 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს. ოკუპირებული რეგიონისთვის სამყოფი საკმარისი დენის მიწოდებისთვის იმპორტს მთელი ენგურჰესის რესურსი და ვარდნილჰესის გენერაციის 84% გახდა საჭირო.


ერთ წელიწადში აფხაზეთში მოხმარების ზრდამ 18.4%-ს მიაღწია. ასეთი შედეგი ნორმალურ ვითარებაში ეკონომიკური ბუმის პერიოდშიც კი არ დგება. პროცესის გაგრძელების შემთხვევაში წლის ბოლომდე რეგიონის მოხმარება 3.022 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს, ანუ ერთ სულ მოსახლეზე 12 000 კვტ/სთ-ზე მეტს, ეს მაშინ როცა 2020 წელს მთელ საქართველოში აფხაზეთის ჩათვლით მოხმარებამ 1 სულ მოსახლეზე 3077 კვტ/სთ შეადგინა, ოკუპირებული რეგიონის გარეშე კი მხოლოდ 2596 კვტ/სთ.



90-იანი წლების ბოლოს არაოფიციალური შეთანხმების მიხედვით ენგურჰესის გამომუშავების 40% აფხაზეთს უნდა დარჩენოდა, დანარჩენ საქართელოს 60%. შეთანხმება მალევე დაირღვა. ბოლო წლებში ზამთრის პერიოდში ენგურჰესის გამომუშავების 100%-ს სრულად აფხაზეთი ითვისებს და აღარც ჰყოფნის. იანვარშიც კი სანამ ენგურჰესი გაჩერდებოდა, აფხაზეთისთვის დამატებით 190 მლნ კვტ/სთ-ის შეძენა გახდა საჭირო. მარტში ამ რიცხვა უკვე 300 მლნ-ს გადააჭარბა.


10 წლის წინ, 2011 წლის პირველ კვარტალში აფხაზეთის წილი, მთლიან ენერგომოხმარებაში 21.6%-ს უდრიდა, 5 წლის წინ, 2016 წლის პირველ კვარტალში - 21.8%-ს, დღეს კი უკვე 26.4%-ს. თუ 2011-2021 წლებში მთელი საქართველოს მოხმარება 38%-ით გაიზარდა, ოკუპირებულ აფხაზეთში ზრდის ტემპმა 69%-ს გადააჭარბა.

გლობალური მოთხოვნის შემცირების გამო ჯამური იმპორტის გადასახადი მხოლოდ მცირედით გაზიარდა. რა მოხდება მაშინ როდესაც ფასები დაკორექტირდება? გასული წლის ანალოგიური პერიოდის ფასებით 1.438 მლრდ კვტ/სთ ელექტოენერგიის შესყიდვა ქვეყანას $31.7 მლნ-ს მაგივრად $56 მლნ, ანუ $24.3 მლნ-ით მეტი დაუჯდებოდა.


1 წლის წინ ბიტკოინის ღირებულება $7100-ს შეადგენდა, 1 კვირის წინ კი $64 000-ს გადააჭარბა. შესაბამისად მაინინგით დაინტერესება მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბიტკოინის გამომუშავება სულ უფრო და უფრო რთული ხდება, რაც სულ უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას მოითხოვს.


„უფასო დენით“ აფხაზეთში ნამდვილად არაა ყველა ბედნიერი. მართალია ადგილობრივები კომუნალურ გადასახადებს არ იხდიან, მაგრამ ჭარბ მოხმარებას მოძველებული ქსელი ვერ უძლებს, ძბვა ვარდება, ხშირია ავარიები, რაც საოჯახო ტექნიკას ანადგურებს და ჯამში ბევრისთვის ზარალი სარგებელს აღემატება.


დე ფაქტო მთავრობამ მართალია აკრძალა ბიტკოინების წარმოება, მაგრამ ამ აკრძალვას არაფერი შეუცვლია. უკონტროლო ხარჯვა ბოლო პერიოდში უკვე წლიდან წლამდე კი არა, თვიდან თვემდე იზრდება. გამრიცხველიანებაზე და ვარდნილჰესის 4-დან 3 დაზიანებული სადგურის აღდგენაზე საუბრები რამდენჯერმე დაიწყო, მაგრამ საუბრებად დარჩა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up