2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3 568.9 მლნ. აშშ დოლარი (16.5 პროცენტით ნაკლები) შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ წინასწარი მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ექსპორტმა 266.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით $40.3 მილიონით (13.1%-ით) ნაკლებია. იმპორტი კი რომელმაც მაისში 576.3 მილიონი დოლარი შეადგინა, 2019 წელთან შედარებით $120.1 მილიონით (17.2%) ნაკლებია.