იანვარ-აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობამ 2020 წლის ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 12.3%-ით გადააჭარბა

იანვარ-აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობამ 2020 წლის ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 12.3%-ით გადააჭარბა

access_time2021-05-17 12:30:03

2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ $693 მილონს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 48%-ით მეტია. განსაკუთრებული 145%-იანი ზრდა აპრილში დაფიქსირდა. პირველ 4 თვეში საზღვარგარეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა 2020 წლის ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 12.3%-ით გადააჭარბა.  


გასულ წელს ეკონმიკაში ერთადერთი რაც გაიზარდა ფულადი გზავნილები იყო და მისმა მოცულობამ 2019 წელთან შედარებით 8.8%-ით მეტს - $1.886 მლრდ-ს მიაღწია. გარდა იმის, რომ ემიგრანტებმა უფრო მეტი თანხა გადმორიცხეს, საზღვრების ჩაკეტვის გამო გზავნილები მთლიანად გაოფიციალურდა და საკომისიოს დაზოგვის მიზნით ახლობლისთვის ნაღდი ფულის ხელზე გატანება შეუძლებელი გახდა.


აპრილში ყველაზე მეტი - $33.3 მლნ რუსეთიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზე $31.7 მლნ-ით იტალია გავიდა. ხოლო მესამეზე $24.9 მლნ-ით აშშ. $21.7 მლნ-ით საბერძნეთმა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, $15.5 მლნ-ით კი ისრაელმა მეხუთე ადგილი დაიკავა. პირველი 5 ქვეყნიდან ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდამ აპრილში 100%-ს გადააჭარბა. მათ გარდა კიდევ 13 სახელმწიფოდან, ანუ სულ 18-დან გადმორიცხული თანხის მოცულობამ თითოეულიდან $1 მლნ-ს გადააჭარბა.


2020 წლის ვარდნასთან შედარებით 19.6%-ით გაზრდილია ექსპორტიც, რაც 2019 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 5.3%-ით აღემატება. მარტსა და აპრილში გაიზარდა ტურიზმიც, მაგრამ ოთხთვიანი ჯამური მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-ით, 2019 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით კი 89%-ით ნაკლებია.



პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველი კვარტალის შედეგები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, იანვარში სრული ლოკდაუნი იყო, რაც ნაწილობრივ თებერვალ-მარტშიც გაგრძელდა და ეკონომიკა დამატებით 4.2%-ით შემცირდა, შეიძლება იმის თქმა, რომ ზრდის, მით უფრო მნიშვნელოვანი ზრდის მოლოდინი არარეალურია.


მშპ-ის დათვლისას ფულად გზავნილებს არ ითვალისწინებენ, თუმცა რადგადნ ის მის ერთ-ერთ კომპონენტზე - მოხმარებაზე პირდაპირ აისახება, საბოლოოდ მაინც ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.


განვითარებად ქვეყნებში როგორც წესი ფულადი გზავნილების წილი მშპ-ში მაღალია. 2019 წელს ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში ემიგრანტების მიერ გადარიცხული თანხის წილი მთელს ეკონომიკაში 28%-ს აჭარბებდა, ლიეტუვასა და ესტონეთში კი 3%-ზე ნაკლები იყო. საქართველოში 2017-2019 წლებში ფულადი გზავნილების წილი ეკონომიკაში 3 პროცენტული პუნქტით 12.7%-მდე გაიზარდა. 2020 წელს მშპ 6.2%-ით შემცირდა, გზავნილები კი 8.8%-ით გაიზარდა. ტენდენცია ჯერჯერობით 2021 წელსაც გრძელდება, შესაბამისად გზავნილებზე დამოკიდებულება მკვეთრად გაიზარდა 2020 წელს და გაიზრდება 2021 წელსაც.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up